პოლიტიკა

იტალიის ყოფილ პრემიერს ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა

პოპულისტური „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერს, იტალიის ექსპრემიერ (2018-2021) ჯუზეპე კონტეს ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიის ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შორის. ასეთია Swg-ს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ ტელეარხ TG Lai7-ის დაკვეთით რამდენიმე დღის წინ ჩაატარა.

კერძოდ: კონტეს ენდობა რესპონდენტთა 39%, მემარჯვენე ოპოზიციური პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერს ჯორჯა მელონის – 31%, მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ლიდერს ენრიკო ლეტას – 28%, კიდევ ერთი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის, „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერს მატეო სალვინის – 25%.

როგორც ცნობილია, ყველა ზემოხსენებული პარტია ჯორჯა მელონის „იტალიის ძმების“ გარდა მმართველი „ფართო კოალიციური მთავრობის“ შემადგენლობაშია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უდგას სათავეში.

რაც შეეხება Swg-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს პარტიებთან დაკავშირებით, ენრიკო ლეტას დემოკრატიული პარტიის რეიტინგი გაიზარდა და 21,5%-შეადგენს; 19,8%-ს უდრის 0,4%-იანი ზრდის შემდეგ ჯორჯა მელონის „იტალიის ძმების“ რეიტინგი, მატეო სალვინის „ლიგის“ რეიტინგი კი ისევ შემცირდა 0,3%-ით 18,5%-მდე; Cinquestelle-ს („5 ვარსკვლავის მოძრაობა“) რეიტინგი 0,6%-ით დაეცა და 15,1%-ს უდრის; Forza Italia-ს რეიტინგი გაიზარდა 7,3%-მდე, Action-ის რეიტინგი 4%-მდე შემცირდა, მატეო რენცის Italia Viva-ს რეიტინგი კი – 2.5%-მდე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close