fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 დეკემბერი

13-იდან 18 დეკემბრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თქვენი ფინანსები საკუთარი თავისთვის აამუშაოთ. ახლა შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი, განათავსოთ თანხა პროცენტით, მომგებიანია აქციების ან ობლიგაციების ყიდვა. თუ ინვესტიციებში ცუდად ერკვევით, დახმარება პროფესიონალს სთხოვეთ.

19 დეკემბერს სავსე მთვარეა. ამ დღეს სინანულის გარეშე მოიშორეთ ძველი არასაჭირო ნივთები, რომლებიც სახლში დაგიგროვდათ, გაათავისუფლეთ სივრცე. უსარგებლო ძველი ნივთები ხელს გიშლიან წინსვლაში.

 

ვერძი

დიდი ალბათობით, ამ კვირაში საინტერესო ადამიანებს შეხვდებით,  ფულთან ურთიერთობა კი ახალ დონეს მიაღწევს: შეძლებთ მომგებიანი შესყიდვების განხორციელებას,  თანხის დაზოგვას ან სესხების დაფარვას. ოჯახთან ურთიერთობა ცოტათი გაუარესდება. შეეცადეთ თავი აარიდოთ ჩხუბს და პირველი ნაბიჯი შესარიგებლად თქვენ გადადგათ. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას. შესანიშნავი პერიოდია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აქსესუარების, სუნამოს შესაძენად. დროა რაღაც შეცვალოთ საკუთარ თავში. შაბათ-კვირას წადით სასეირნოდ ან აუზზე.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

ეს კვირა იდეალური პერიოდია თვითანალიზისთვის. გადახედეთ თქვენს შეხედულებას ცხოვრებაზე. კომპლექსური პრობლემების წარმატებით გადაჭრა თავდაჯერებულობას განგიმტკიცებთ. ალბათ პატიება უნდა სთხოვოთ მათ, ვისაც აწყენინეთ. არსებობს დიდი რისკი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დაგავიწყდეთ, ამიტომ გააკეთეთ ჩანაწერები, რომ ეს თავიდან აიცილოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ტყუპი

მთელი ამ კვირის განმავლობაში სიზარმაცე თან გდევთ. ამის გამო კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას სამსახურში და ოჯახშიც. შეგიძლიათ დასახოთ გრძელვადიანი გეგმები, აი გრძელვადიანი მოგზაურობები კი ახლა არასასურველია – გადაიტანეთ ისინი სხვა დროისთვის. პერიოდი ასევე ტრავმულია: იყავით უკიდურესად ფრთხილად. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

სასიამოვნო ნაცნობობის მომენტი დადგა. დროა გახდეთ უფრო კომუნიკაბელური და მრავალმხრივი ადამიანი. ნამდვილად ღირს იმ რჩევების გათვალისწინება, რომლებსაც ახლობელი ადამიანები მოგცემენ. როდესაც მატერიალური პრობლემები წარმოიქმნება, ნუ იდარდებთ ამაზე, უბრალოდ, ფული ჯერ არ დახარჯოთ. 19 დეკემბერს ფრთხილად იყავით, შეიძლება მოგატყუონ.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ლომი

საკითხი, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან გაღელვებთ და ძილის საშუალებას არ გაძლევთ, საბოლოოდ წარმატებით გადაიჭრება. აი, საყვარელი ადამიანისგან კი წყენა გელოდებათ. შეიძლება მასთან უთანხმოება მოგივიდეთ და დაშორდეთ კიდეც. შეცადეთ მეტი დაისვენოთ და ცოტა იფიქროთ საქმეზე. იქნებ მოახერხოთ და სამსახურში რამდენიმე დღე შვებულება აიღოთ. დაგეგმეთ მოგზაურობა შაბათ-კვირას, რომელიც შეგახსენებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

ეს კვირა წარმატებული მოლაპარაკებების გზით თქვენი გეგმების განხორციელების კარგი სტარტის დროა და შეეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. კვირის დასაწყისში სასიამოვნო სიურპრიზი გელით, მაგრამ ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვა გექნებათ, ვიდრე პასუხი. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. შუა კვირაში უფრო დაბნეული იქნებით, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს სამსახურებრივ საქმიანობაზე. უფროსობა უკმაყოფილო დარჩება, თუმცა შეცდომების გამოსწორება არ გაგიჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

სასწორი

ახლა ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ გარშემომყოფებს დაეყრდნოთ. ამ დროის განმავლობაში დაწყებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი პროექტი წარუმატებლობის რისკს შეიცავს, სავარაუდოა შეცდომები. სამაგიეროდ დასვენებასთან დაკავშირებული გეგმები წარმატებით განხორციელდება. უმჯობესია ახლა ბევრ მეგობართან ერთად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მორიელი

თუ ამ პერიოდის განმავლობაში რომანტიკული პაემანი ჯერ არ დაგიგეგმავთ, დროა ეს საკითხი მოაგვაროთ. ეს კვირა შესანიშნავია გულახდილი საუბრებისა და თბილი ჩახუტებისთვის. შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე. ეს აამაღლებს თქვენს თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას განგიმტკიცებთ. შაბათ-კვირას სასურველია ბუნებაში გახვიდეთ ან სპა-პროცედურები ჩაიტაროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მშვილდოსანი

ახლა შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ რაიმე ავანტიურაში ჩაერთოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ ღირს ასე მოიქცეთ. პირიქით, ეს პერიოდი კარგია საქმეებისთვის, რომლებიც სიჩქარეს არ მოითხოვს და აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად. მარტოხელა  მშვილდოსნები შესაძლოა შეხვდნენ ადამიანს, რომელთან ერთადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებენ. მათ, ვინც დიეტაზეა, დიდი გამძლეობა სჭირდებათ, რომ ცდუნებებს გაუძლონ, რომლებსაც ამ კვირაში მრავლად წააწყდებიან.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 13.

 

თხის რქა

ადამიანს, ვისი იმედიც გაქვთ, შესაძლოა მოულოდნელად არ გაუმართლოს. წინასწარ მოემზადეთ იმისათვის, რომ ალტერნატიული გზა გამონახოთ და დასახულ მიზანს მიაღწიოთ. ამ პერიოდში თქვენი ემოციები უკიდურესობამდე იქნება მისული. ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები არ შეაწუხოთ. ამ შემთხვევაში სჯობს სპორტდარბაზში წახვიდეთ ან ბუნებაში ირბინოთ – დროს უკეთესად გაიყვანთ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მერწყული

ყველა ახალი ნაცნობობა ძალიან სასიამოვნო და პროდუქტიული იქნება. ამ დროს სახლში ნუ გაჩერდებით – უფრო ხშირად შეხვდით მეგობრებს, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. სამსახურში შესაძლებელია კოლეგებთან უსიამოვნება მოგიხდეთ. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თევზები

თქვენ გაქვთ ფარული უნარები და შესაძლებლობები. ძალისხმევა, რომელსაც მუშაობის პროცესში ავლენთ, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. შეეცადეთ ამ კვირაში დაასრულოთ ყველა თქვენი მიმდინარე საქმე, თორემ შემდეგ ამისთვის, უბრალოდ, დრო არ გექნებათ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოთ, მზად იყავით, რომ საპასუხოდ თქვენც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close