პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: კოვიდგადატანილებისთვის შესაბამისი ცნობის მოქმედების ვადა ორჯერ მცირდება

კორონავირუსთან საბრძოლველად საბერძნეთი კიდევ ერთ ზომას ამკაცრებს: ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი უწყების მიერ შესაბამის საკანონმდებლო აქტში შეტანილი შესწორების თანახმად, მცირდება კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების ცნობის მოქმედების ვადა. რეგლამენტში მოექცევა მედიკოსებისთვის სპეციალური ფულადი დახმარების პირობებიც. 

ზემოაღნიშნული შესწორების თანახმად, კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელების ცნობა ძალაში იქნება 3 თვის (90 დღე) განმავლობაში ნაცვლად აქამდე არსებული 6-თვიანი ვადისა. შესწორებაზე ექსპერტებმა გასცეს რეკომენდაცია. ეს ცვლილება არ ეხება იმ აუცრელ მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია სამედიცინო მიზეზების გამო არ ჩაუტარებიათ.

შესწორებაში განსაზღვრულია, აგრეთვე, პირობები, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ მიიღონ სპეციალური ფულადი დახმარება სამედიცინო მუშაკებმა, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. სუბსიდიის სრული თანხის მიღებისთვის სამედიცინო მუშაკს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის პირველი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა ჰქონდეს ნამუშევარი. თუ ნაკლები დროის განმავლობაში მუშაობდა, მაშინ მისი ფინანსური დახმარება ნამუშევარი დღეების მიხედვით გამოითვლება.

შესწორების სრული ტექსტი შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ: https://pelop.gr/wp-content

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close