მედიცინასაზოგადოება

საბერძნეთში დღეს უფასო სელფ-ტესტების გაცემა დაიწყო – როგორც ჩავიტაროთ თვითტესტირება (ვიდეო)

საბერძნეთში დღეს, 6 დეკემბერს დაიწყო უფასო ტესტების გაცემა კოვიდ-19-ზე თვითშემოწმებისთვის. ეს ღონისძიება საბერძნეთის მთავრობბამ იჯმ მიზნით შეიმუშავა, რომ უკეთ მოხდეს კოვიდ-19-ის პანდემიის სურათის უკეთ წარმოჩენა და ვირუსის მაღალი გავრცელება სადღესასწაულო პერიოდში თავიდან იქნას აცილებული. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ერთი უფასო თვითტესტირების ჩატარება აფთიაქებში შეუძლიათ მოზრდილი ასაკის მოქალაქეებს, აცრილებსაც და აუცრელებსაც, რომლებსაც აქვთ სოციალური დაზღვევის ნომერიAMKA, PAYPAA ან PAMKA.

უფასო სელფ-ტესტები კორონავირუსის ინფექციაზე თვითშემოწმებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის 6-იდან 12 დეკემბრამდე, ხოლო კიდევ ერთხელ გაიცემა უკვე მომავალი წლის 3-7 იანვარს. თვითტესტირების ჩატარება შესაძლებელია აფთიაქებში მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებში, რათა ფარმაცევტებმა საგანგებო შემთხვევების მომსახურებაც შეძლონ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითტესტირება სავალდებულო არ არის, თუმცა ყველა ადამიანს მოუწოდებენ, შემოწმება სელფ-ტესტებით12 დეკემბრამდე ჩაიტარონ.

საბერძნეთში ამჟამად პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვიან. ყოველდღიურად 6000-7000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 70-90-ის ფარგლებშია. იზრდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემა ძლიერ ზეწოლას განიცდის.

გაურკვეველია, უნდა დარეგისტრირდეს თუ არა ტესტების დადებითი პასუხები ონლაინ პლატფორმაზე, თუმცა თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, უნდა დარეკოთ საგანგებო დახმარების სამსახურის (EODY)  ნომერზე 1135 (დარეკვა შეგიძლიათ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში).

თვითტესტირების ჩატარებისთვის ინსტრუქცია ΕΡΤ-მ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში წარმოადგინა:

თავდაპირველად კარგად დაიბანეთ ხელები ან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეთ.

ტესტის კომპლექტში არსებული ბამბის ტამპონი მოათავსეთ ცხვირის ნესტოში, 4 სმ-ის სიღრმეზე, ამავდროულად, ზემოთ აიხედეთ და პირით ისუნთქეთ. ბამბის ტამპონი დაატრიალეთ 5-6-ჯერ ცხვირის ნესტოში და შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოში.

მოხსენით სახურავი სინჯარას, ტამპონი მოათავსეთ სითხეში და დატოვეთ 15 წამი, ატრიალეთ კარგად, შემდეგ დააჭირეთ სინჯარის კედელს, რომ სითხე დაიწუროს და გამოყენებული ტამპონიანი ჩხირი სპეციალურ პაკეტში მოათავსეთ.

შემდეგ სინჯარას გაუკეთეთ თავი, მასში არსებული სითხის 4 წვეთი დააწვეთეთ ტესტის სპეციალურ დაფაზე და 10-15 წუთს დაელოდეთ, სანამ შედეგი არ გამოჩნდება. სინჯარა იმავე პაკეტში მოათავსეთ, რომელშიც ტამპონი.

იმავენაირად გააკეთეთ ნერწყვის შემთხვევაშიც, უბრალოდ, ამ შემთხვევაში სინჯს პირიდან იღებთ სპეციალური პატარა ძაბრით, რომელიც კომპლექტშია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close