კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 დეკემბერი
6-იდან 12 დეკემბრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. კარგი დროა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მუშაობის ახალი მეთოდების დასაუფლებლად. ეს მაშინვე არ მოგიტანთ შემოსავალს, მაგრამ მომავალში დიდად წაგადგებათ. თქვენი შემოსავალი შეიძლება გაზარდოს თქვენი საკუთარი თუ სხვისი ახალი იდეების განხორციელებამ, საინფორმაციო და ტექნიკურ სფეროებში მუშაობამ, კავშირის საშუალებებით თუ უახლესი ციფრული ტექნიკით ვაჭრობამ. მატერიალური წარმატება ელით, ძირითადად, ჟურნალისტებს, მწერლებს, ტრანსპორტის მუშაკებს. ბიზნესში შემდგომი წარმატებისა და განვითარებისთვის არამარტო სასურველი, აუცილებელიც კი არის იმ სიახლეების დანერგვა, რომლებიც ადრე არ გამოგიყენებიათ.
ნაკლები ემოცია და მეტი საღი აზრი – ვერძს რთული, საკმაოდ დატვირთული კვირა ელოდება. ვარსკვლავები გირჩევენ ორშაბათს თქვენს კაპიტალზე იზრუნოთ – იფიქრეთ მომგებიან ინვესტიციებზე, შესაძლოა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოთ. სამსახურში სასურველი მიზნისკენ წინსვლაა მოსალოდნელი, იყავით მომთმენი და ნუ აჩქარდებით. სამშაბათი კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან შეხვედრისთვის. შეეცადეთ დაძლიოთ მორიდება და თქვენი გეგმები გავლენიან ნაცნობებს გაუზიაროთ, თუმცა მაღალი რანგის პერსონებთან არაფორმალური ურთიერთობისაგან ვარსკვლავები თავის შეკავებას გირჩევენ – ამისთვის არსებობენ მეგობრები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან თქვენთან ერთად დროის გატარებას გამოსასვლელ დღეებში.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 6.
კურო
ამ კვირაში თქვენი საქმეც საკმარისზე მეტი საქმე და სხვების საქმეებში ნუ ჩაერევით. სამშაბათს შესაძლოა სამსახურში შეგამოწმონ და პროცესების წაძღოლა თქვენ მოგიწევთ, თუმცა სანერვიულო არაფერი გაქვთ, სიხარულის მიზეზი კი ბევრი გექნებათ. უფროსები დააფასებენ თქვენს გულმოდგინებას და შეეცდებიან მადლობა გადაგიხადოთ – მოითხოვეთ თანხა, სიტყვიერი წახალისება თქვენს ბიუჯეტს ვერ შეავსებს. უკვე ხუთშაბათს შეძლებთ მოდუნდეთ, მაგრამ არ უნდა იზარმაცოთ, ჯობია შემოქმედებითი გეგმების განხორციელებით დაკავდეთ.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 7.
ტყუპი
მზად იყავით ახალი გამოცდილებისთვის – ეს კვირა შესანიშნავია სასწავლო სესიებისთვის. კვირაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები და სემინარები ძალიან პროდუქტიული იქნება. ამ კვირის პარასკევი ხელსაყრელია ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. ტყუპის ნიშნის წარმომადგენლების იდეები ცხოვრებაში განხორციელდება, მთავარია არ ჩაერთოთ სარისკო წამოწყებებში და არ ენდოთ მომხიბვლელ უცნობებს. შაბათ-კვირას დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიებები წარმატებით ჩაივლის, თუმცა მოთმინება გმართებთ – შესაძლებელია ბიუროკრატიული ხასიათის შეფერხებები.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
ემოციური აფეთქებებიც საჭიროა, მაგრამ არა ასეთი სიხშირით – ამ პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ და ყურადღება არ მიაქციოთ უმნიშვნელო უსიამოვნებებს. ორშაბათს კირჩხიბებს ფულადი ბონუსების მიღების დიდი შანსი ექნებათ, მაგრამ ისწავლეთ ფინანსების სწორად მართვა და ფულის გონივრულად ინვესტირება. ოთხშაბათს საშუალება გექნებათ სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ – ახალი ბიზნესპარტნიორები მზად არიან თანამშრომლობისთვის, თქვენგან მხოლოდ საკუთარი თავის სწორად წარმოჩენაა საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა პარასკევისთვის გადადოთ. შაბათ-კვირა თქვენს განკარგულებაშია, რომ კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 11, 12.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა შესაძლოა დაუგეგმავი ხარჯები გამოჩნდეს. კვირის დასაწყისში შესაძლოა მეგობრებმა მოგმართონ დახმარებისთვის და ცხადია, უარის თქმა გაგიჭირდებათ. სასურველია სამშაბათი ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას დაუთმოთ, აი ოთხშაბათს კი მოლაპარაკებები და გარიგებები გელით. ხუთშაბათისთვის დაგეგმილი მივლინება წარმატებული იქნება, პარასკევს კი სასურველია მოგზაურობისგან თავი შეიკავოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა მაგრამ შაბათ-კვირას ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ – შორიდან სტუმრები გეწვევიან.
სასიკეთო დღეები: 6, 8.
არასასიკეთო დღე: 9.
საკმარისზე მეტი ენერგია და ოპტიმიზმი გაქვთ და ეს პერიოდი კარგად ჩაივლის, მაგრამ თავი შორს დაიჭირეთ ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული ვამპირებისგან, რომელთა შორის არიან არა მხოლოდ კონკურენტები, არამედ კოლეგები და მეგობრებიც კი. ორშაბათს ფულთან დაკავშირებით გაგიმართლებთ, მაგრამ შეეცადეთ, არ აქეთ-იქით არ გაფანტოთ, უმჯობესია ვალები მოიშოროთ. კვირის მეორე ნახევარი კარგია კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად – დაესწარით შეხვედრებს და მითქმა-მოთქმის ნუ შეგეშინდებათ, პირიქით, ყველგან კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ და რეპუტაცია აგიმაღლდებათ.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 7.
ზამთრის ამ დღეებში სამსახურში მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ შეუცვლელი ხართ და ცოტა დაიძაბებით. ორშაბათს ხელმძღვანელობა დაგიბარებთ, მაგრამ ნუ შეშინდებით, თავდაჯერებული იყავით – თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება. სამშაბათს შეგიძლიათ კონტრაქტები გააფორმოთ და გარიგებები დადოთ, ყველაფერი წარმატებით განხორციელდება, პარტნიორები იმედს არ გაგიცრუებენ. კარგი იქნება, თუ ოთხშაბათს დიდად არ იაქტიურებთ, გახსოვდეთ, რომ ინიციატივის გამოჩენა ხშირად ცუდად მთავრდება და თქვენი გეგმები არ გაანდოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. სასიყვარულო ფრონტზე პარასკევს ცვლილებებია მოსალოდნელი, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 12.
მორიელი
ნუ დაივიწყებთ დასახულ მიზნებს და ისწავლეთ უარის თქმა თავმომაბეზრებელი კოლეგებისა და ნაცნობების თხოვნებზე. მთელი კვირის განმავლობაში ამ ნიშნის წარმომადგენლები, ძირითადად, შემოქმედებით სფეროში იქნებიან დაკავებულები, თუმცა ოთხშაბათი ყველაზე პროდუქტიული დღე იქნება – საუბარია მომგებიან გარიგებებზე და პერსპექტიულ კონტრაქტებზე. თქვენი ნიჭი და უნარების რეკლამირებას ნუ მოერიდებით და დახმარებისათვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. ხუთშაბათს მორიელებს შეუძლიათ საქმიანი პარტნიორების მფარველობის იმედი ჰქონდეთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს კი შანსი მიეცემა, საყვარელ საქმეს მოჰკიდოს ხელი.
სასიკეთო დღეები: 7, 9.
არასასიკეთო დღე: 11.
მშვილდოსანი
დატვირთული და საინტერესო პერიოდი გელით, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: არ მიიღოთ მონაწილეობა საეჭვო ფინანსურ მაქინაციებში და შეზღუდეთ ურთიერთობა ავანტიურისტ ნაცნობებთან. ორშაბათს მშვილდოსნები ურთიერთობას მოაგვარებენ ზოგიერთ კოლეგასთან, თუმცა მთავარია ზღვარს არ გადააბიჯოთ და ურთიერთობა ფამილიარობაში არ გადავიდეს – ეს არაფერში გჭირდებათ. სასურველია კორპორაციული შეკრებები არასამუშაო საათებში გამართოთ. კვირის მეორე ნახევარში სასიყვარულო თავგადასავლები გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 7.
მიიღეთ მონაწილეობა კოლექტიურ საქმიანობაში და აუცილებლად შეგამჩნევენ. თქვენს აქტიურობას და ენერგიულობას დააფასებენ როგორც ხელმძღვანელობა, ისე საქმიანი პარტნიორები. ამ პერიოდში თქვენი ფინანსური პოზიციები გაძლიერდება, სამშაბათს შესაძლებელია სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერა მიიღოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეუძლია სპონსორობის იმედი ჰქონდეს, რადგან მის იდეებს რეკლამა არ სჭირდება და გავლენიან ნაცნობებს მხოლოდ გაუხარდებათ ასეთი პერსპექტიული თანამშრომლობა.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 6.
მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ და ზამთრის ეს კვირა ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იქნება. ბევრ მერწყულს სურს ახალი გამოცდილება მიიღოს, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ – მოითმინეთ შაბათ-კვირამდე, მანამდე კი დრო საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობების მოგვარებას დაუთმეთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულნი, შეძლებენ რამდენიმე მომგებიანი კონტრაქტის გაფორმებას, კვირის მეორე ნახევარი კი ფინანსური მდგომარეობის გაახარებთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 12.
მოგბეზრდათ მოსაწყენი, ნაცრისფერი ყოველდღიურობა? გსურთ ახალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით გაახაროთ თავი? მაშინ დროა სიზარმაცე დაივიწყოთ და მოქმედება დაიწყოთ, რადგან ყველაფერი თქვენს ხელშია და მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებაზე და აქტიურობაზეა დამოკიდებული. სამუშაო კვირის დასაწყისში უმჯობესია ხელმძღვანელების თავშეკავება არ გამოცადოთ და სამსახურში არ დააგვიანოთ, უფრო მეტიც, მოუწესრიგებელი არ მიხვიდეთ წინა დღის წვეულების შემდეგ. მოულოდნელი ფულადი ბონუსი სტიმულს მოგცემთ და თქვენი საქმიანი აქტიურობა გაიზრდება.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
თამთა გურული
კომენტარები