ქართველები უცხოეთშისპორტი

ავსტრალიური გუნდის სამტრედიელმა ფორვარდმა თავისი პირველი გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა

ბექა მიქელთაძემ თავისი პირველი ავსტრალიური გოლი გაიტანა.

მართალია, მისმა „ნიუკასლ ჯეტსმა“ ჩემპიონატის II ტურში ვერ გაიმარჯვა და შეხვედრა ფრედ დასრულდა (2:2, სტუმრად „ვს უონდერერსთან“), მაგრამ ეს გოლი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია 24 წლის ფეხბურთელისთვის. მიქელთაძემ 11-მეტრიანით გახსნა ანგარიში.

გოლის გატანის შემდეგ შემდეგ ბექამ მაისურა აიწია და გამოაჩინა წარწერა – „მამა მიყვარხარ“. 24 წლის ქართველი თავდამსხმელის მამა, ზაზა მიქელთაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ბექამ საქართველოში მამის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რასაც ძალიან განიცდიდა. თავისი ემოცია ფეხბურთელმა ამ ჟესტით გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ მიქელთაძემ ჩემპიონატის სასტარტო მატჩიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და სეზონის პირველი თამაშიც (ასოციაციის თასზე).

ინფორმაციისთვის: ბექა მიქელთაძემ ავსტრალიურ „ნიუკლასლ ჯეტსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში გააფორმა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ავსტრალიაში თამაშობს. იგი მანამდე „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, კვიპროსულ „ანორთოსისში“, „რუსთავში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორში“ და ბოლოს საბერძნეთის „ქსანთიში“ თამაშობდა.

ბექა მიქელთაძემ „ნიუკასლთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. „ნიუკასლს ჯეტსმა“ ავსტრალიის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close