დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს – ახალი სიყვარული
დეკემბერში მრავალი ახალი და დაუვიწყარი ემოცია გველოდება. ეს იქნება მსუბუქი, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო პერიოდი.
მოსალოდნელია სიახლეები, ცვლილებები, ახალი ნაცნობობა, წარსული – როგორც საქმიანი, ისე სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესება და სხვ.
ვერძი: დეკემბერი თქვენთვის მსუბუქი თვე იქნება. წინა თვეებთან შედარებით, რომლებიც აქტიური, ექსპრესიული იყო, ახლა ყველაფერს თავის ნებაზე მიუშვებთ. შესაძლოა, ასე უკეთესიც იყოს – გექნებათ დრო, იფიქროთ საკუთარ მოქმედებებზე, გონებაში თავიდან გადაამუშაოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განცხრომას უნდა მიეცეთ. სიზარმაცე არაფერს გარგებთ – ეს მომავალში ცუდად შემოგიბრუნდებათ.
კურო: განმარტოებისა და დამოუკიდებლობის თვეა – იმის, რაც თქვენს სულსა და სხეულს სურს. გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, მოუსმინოთ საკუთარ თავსა და სურვილებს. კარგი იქნება სხვადასხვა სახის კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება – საკუთარ თავზე ზრუნვა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ყურადღება მიაქციეთ კარიერას – ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კარიერული წინსვლა გელოდებათ.
ტყუპი: მარტივი თვე არ გელოდებათ. შესაძლებელია ურთიერთობების გაუარესება ახლობლებთან, ჩხუბი წვრილმანების გამო. ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ქმედებებს, იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვითარების მიმართ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თითოეული პრობლემა ძალიან დიდია და მსოფლიო სულ მალე ჩამოიშლება, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, სულ მალე ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ, მიხვდებით, რომ თქვენი მღელვარება უსაფუძვლო იყო.
კირჩხიბი: დეკემბრის მაგიურ-კოსმოსური აღქმა გექნებათ – თითოეული მოვლენა მოულოდნელი იქნება. შეიძლება დაეჭვდეთ კიდეც, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო შეთქმულების ნაწილია. იფიქრებთ, რომ წარმოუდგენელია, ასეთი შესანიშნავი მოვლენები ასე სწრაფად ხდებოდეს. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე არ უნდა დაკარგოთ – ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით მას.
ლომი: ეს თქვენი თვეა. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება ყველგან, განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხებში. ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდებით წარსულის ტვირთისგან და ახალ სეზონში მტკიცე ნაბიჯით შეხვალთ. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ ზოგიერთ ადამიანთან დამოკიდებულებაში.
ყურადღებით დააკვირდით თითოეულ ირგვლივ მყოფს. შესაძლოა, ისინი სულაც არ იყვნენ ისეთი, როგორც თქვენ გგონიათ.
ქალწული: პროდუქტიული თვეა. შესაძლებელია ახალი პერსპექტივები სამუშაოზე. შეიძლება გაჩნდნენ ახალი კოლეგები, დაწინაურდეთ კარიერულ კიბეზე. სიყვარულს რაც შეეხება, აქ შეიძლება არ გაგიმართლოთ – არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, კარგად დააკვირდით პარტნიორს და საკუთარ გრძნობებს ამ ურთიერთობებში. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს – დიდი ხანია, ეს არ გაგიკეთებიათ.
სასწორი: ყურადღება მიაქციეთ წარმატებებს სამუშაოზე. შესაძლებელია წარუმატებლობები და ფინანსური კრიზისი. მიუხედავად ფულთან თქვენი დამოკიდებულებისა, პარტნიორთან ახალ პირობებზე დაილაპარაკეთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი გაუმჯობესდება. საყვარელი ადამიანი თავის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს.
მორიელი: ამ თვეში შეგიძლიათ კარგი ფინანსური შემოსავლების იმედი გქონდეთ. ასე რომ, თუ რაღაც ეკონომიკური პრობლემები გაჩნდა, ისინი აუცილებლად თქვენ სასიკეთოდ გადაწყდება. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით დეკემბერი არცთუ საუკეთესო პერიოდია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც მუდამ თქვენ გვერდითაა. ის ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: დეკემბერში გაგიმართლებთ. გაგიტაცებთ საოცარი საახალწლო ატმოსფერო. თავს მთლიანად ოჯახს, საახალწლო მზადებას მიუძღვნით. თუმცა ეს არ შეიძლება, რომ თქვენი მუშაობის ხარისხზე არ აისახოს. ყურადღებით იყავით ხელმძღვანელობასთან, რომ მათთან ურთიერთობები არ დაიძაბოს და შემდეგ პრობლემები არ შეგექმნათ.
თხის რქა: არცთუ კარგი პერიოდი გელოდებათ ურთიერთობების თვალსაზრისით. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორ გექცევათ პარტნიორი და უნდა დაფიქრდეთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. თუმცა, დეკემბერში პლუსიც იქნება – ბედისგან დიდი სიურპრიზები გელოდებათ – შესაძლებელია სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა ან საქმიანობის სფეროს შეცვლა.
მერწყული: საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. აიყვანეთ თავი ხელში და გადადგით ნაბიჯი ახალ კარიერულ ეტაპზე. იგივე გელოდებათ საოჯახო და პირად ურთიერთობებში. საყვარელ ადამიანთან, ახლობლებთან გამონახავთ საერთო ენას და ყველა წყენა დაგავიწყდებათ.
თევზები: უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო სამსახურში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. თქვენი ფიქრები ახალი წლის მოახლოებისკენ არის მიმართული და გიჭირთ საქმეებზე კონცენტრირება. მაგრამ ეს გამართლება არაა, თუ გინდათ, მიღწეული პოზიცია შეინარჩუნოთ. მაგრამ დეკემბერი ყველაზე ღირებულს გაჩუქებთ – ჯანმრთელობას, ყველა პრობლემა ამ მხრივ დაგავიწყდებათ.
sputnik-georgia.com
კომენტარები