ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22-28 ნოემბერი

22-იდან 28 ნოემბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. იყავით ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებს დროულად მოაგვაროთ, ასევე რეკომენდებულია დაგეგმილი გამოკვლევის ჩატარება – ეს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

 

ვერძი

ამ კვირაში როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები არ არის ისეთი მარტივი, გასაგები და ჰარმონიული, თქვენ რომ გსურთ. დაგროვილი პრობლემები უკეთესია ახლა მოაგვაროთ, მერე უკვე გვიანი იქნება. ეცადეთ, არავინ გააკრიტიკოთ, ჯობს საკუთარ შეცდომებს მიაქციოთ ყურადღება. კვირის მეორე ნახევარი იდეალური დროა  შემოქმედებისთვის.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კურო

შესაძლოა ამ  კვირაში ფულის პრობლემა შეგექმნათ, მაგრამ პანიკის ნაცვლად, იფიქრეთ იმაზე, რის შოვნა გაქვთ გარანტირებული და რაზე შეგიძლიათ თანხა დაზოგოთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია მეორე ნახევრის მოსაძებნად. უმჯობესია თავი შეიკავოთ ხანგრძლივი მოგზაურობისგან – ამ პერიოდში სახლში უფრო საჭირო ხართ. შაბათ-კვირას შეეცადეთ კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ტყუპი

თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან უფრო სანდო და თავისუფალი გახდება. ხელსაყრელი კვირა ბევრ საქმეში წარმატებას გპირდებათ. პირად ცხოვრებაში ტყუპებს, რომლებიც დიდი ხანია დაქორწინებულები არიან, პარტნიორისგან სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი გაციების რისკის წინაშეა. ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური ზომები მიიღეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კირჩხიბი

სირთულეები, რომლებიც ადრე ბევრ კითხვას გიჩენდათ, ახლა ადვილად გადასაჭრელი აღმოჩნდება. საყვარელ ადამიანებთან მოლაპარაკებას ადვილად შეძლებთ. ეს პერიოდი შესაფერისი არ არის ტრანზაქციებისა და ხელშეკრულებების დასადებად. სერიოზული საკითხების გადაწყვეტა დეკემბრის დასაწყისამდე გადადეთ.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ლომი

ყურადღების ცენტრში ყოფნა გინდოდათ? ჰოდა, სურვილს აუცილებლად აისრულებთ!  მაგრამ გვირგვინს ნუ დაიდგამთ, თორემ გარშემო მყოფები უცებ ჩამოგაგდებენ  მიწაზე. გამორიცხული არ არის, რომ  გარკვეული მიზნების მისაღწევად დიდხანს მოგიწიოთ მუშაობა. მომავალ კვირაში შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და პირობები. კერძოდ, ეს პერიოდი ხელსაყრელი დროა ბინის შესაძენად.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ქალწული

შეეცადეთ რაც შეიძლება მეტად სანდო ურთიერთობა დაამყაროთ ბავშვებთან, რათა პრობლემური საკითხები არ გამოგრჩეთ. სამსახურში მნიშვნელოვანი პერიოდი 24 ნოემბერს დაიწყება, შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწრაფად შეგროვება, ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა. თქვენს ინტერესებშია სკრუპულოზურად და ფრთხილად მუშაობა. ამ შემთხვევაში თქვენი ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩება.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

სასწორი

ამ პერიოდში შეიძლება მოწყენილობამ შეგიპყროთ. ძლიერ დაღლილობას იგრძნობთ. განწყობის ასამაღლებლად, გასამხნევებლად, დაუკავშირდით მეგობრებს, ესაუბრეთ, მოაგვარეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ყველაფერს ადვილად გადალახავთ, თუ სიმშვიდეს არ დაკარგავთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მორიელი

უთანხმოება, რომელიც შეიძლება ურთიერთობაში წარმოიშვას, ეცადეთ პარტნიორთან ერთად მოაგვაროთ. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია ცივი გონებით იმოქმედოთ.  მორიელებს, რომლებიც მანქანას მართავენ, ვარსკვლავები გზაზე განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მშვილდოსანი

თქვენთვის ახლა პირველ ადგილზე სამსახურია. ამის გამო პირადი ურთიერთობები შეიძლება დაზარალდეს, სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, ფულად პრემიას მიიღებთ. იფიქრეთ დასვენებაზე, რათა თქვენი რესურსები არ ამოიწუროს. ფრთხილად იყავით ცხიმიან და სახამებლიან საკვებთან! გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გარეგნობას.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თხის რქა

ხელსაყრელი მოვლენების მთელი სერია გელით. გადადეთ მოსაწყენი და რთული საქმეები შემდეგისთვის, დაუთმეთ დრო იმას, რისკენაც გული მიგიწევთ. თუ რაიმეში გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა დაგჭირდებათ, ეს პრობლემა არ იქნება. სხვათა შორის, ახლა შეგიძლიათ სახლში ავეჯი გადააადგილოთ, ამ მცირე რემონტი ჩაატაროთ, გარემოს შეცვლა განწყობაზე კარგად იმოქმედებს.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მერწყული

ამ კვირაში დიდი იდეებისა და თამამი გეგმების დროა. ინტუიცია დაგეხმარებათ, იპოვოთ პასუხი ბევრ რთულ კითხვაზე და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ. პირად ცხოვრებაში ცვლილებების დიდი შანსია, განსაკუთრებით, თუ მარტოხელა ხართ. ვარსკვლავები გირჩევენ საყიდლებზე წასვლას გარდერობის გასაახლებლად. ნუ დაზოგავთ თანხას საკუთარი თავისთვის – ეს ინვესტიციები ანაზღაურდება.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 28.

 

თევზები

წინ დაძაბული პერიოდი გელით. ბევრი საქმე გექნებათ, არ დაგტოვებთ განცდა, რომ მათი რიცხვი არ მცირდება…დაძაბული სამუშაოს გამო შესაძლოა ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოგრჩეთ. ახლა შესაძლებელია და საჭიროცაა, რომ თქვენს გარეგნობაზე იზრუნოთ.  შეეცადეთ, ეს საკითხი სხვა დროისთვის არ გადადოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close