მსოფლიოქართველები უცხოეთშიკრიმინალი

კიევში ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია ჩაცხრილეს (ვიდეო)

კიევში ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტი, 42 წლის ირაკლი მალანია ჩაცხრილეს. მას სასამართლოს შენობის წინ რამდენჯერმე ესროლეს. ამის შესახებ Dетектив-Info ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

შემთხვევა 16 ნოემბერს კიევ-სვიატოშინსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან მოხდა, მსჯავრდებულს გამვლელი მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ირაკლი მალანია საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მას ჭრილობები მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა ფეხის, მუცლისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ ამ უკანასკნელმა დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაქოვის ნათესავზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და სანამ ავაქოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა როგორც კი ავაქოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი მალანია ვატო ყიფიანის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ყიფიანი კი სააკაშვილს პირად მტრად ჰყავს გამოცხადებული, თუმცა უკრაინული გამოცემა ამბობს, რომ მალანია სააკაშვილთან ღიად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ყიფიანი საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს და დააკავეს და რომ სწორედ მალანია უზრუნველყოფდა სააკაშვილის უსაფრთხოებას უკრაინაში და, რაც მთავარია, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მიშას საქართველოში დაბრუნება და ის გზა, რომელიც მან გაიარა, თავიდან ბოლომდე სწორედ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაგეგმა.

megatv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close