fbpx
ვიდეომსოფლიო

როგორ ვუყუროთ 19 ნოემბრის მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას (ვიდეო)

ეს უკანასკნელი 580 წლის განმავლობაში მთვარის ყველაზე ხანგრძლივი ნაწილობრივი დაბნელება იქნება

ასტრონომიული კალენდრის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 19 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ხვალ მსოფლიოს მოსახლეობა მთვარის დაბნელებას იხილავს. ციური სხეულის დისკოს დაახლოებით 97 პროცენტი ჩაბნელდება. მთვარის დაბნელება თბილისის დროით 11:19 საათზე დაიწყება, პიკს 13:00 საათზე მიაღწევს და 14:47 საათზე დასრულდება.

NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბნელება 3 საათს, 28 წუთსა და 23 წამს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ 580 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მსგავს მოვლენებთან შედარებით, ყველაზე დიდხანს გაგრძელდება.

ამ მოვლენას სხვაგვარად „თახვის მიკრომთვარესაც“ უწოდებენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ეტაპზე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენი პლანეტისგან მაქსიმალურად შორ მანძილზეა განლაგებული – ამიტომაც მოიხსენიება ციური სხეული მიკრომთვარედ. ამასთანავე, მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება თახვებზე ნადირობის სეზონს ემთხვევა…

მთვარის ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება ჩრდილოეთ ამერიკიდან, წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიიდან, ალასკიდან, დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და იაპონიიდან. სამწუხაროდ, მას ჩვენი დღის ცაზე ვერ ვიხილავთ, მაგრამ შეგვიძლია, მას თვალი ონლაინ რეჟიმში ვადევნოთ:

marketer.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close