მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

დემნა გვასალიამ „მოდის ოსკარი“ აიღო

ამე­რი­კა­ში მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბაზე Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლმა დირექტორმა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ გა­ი­მარ­ჯვა კა­ტე­გო­რი­ა­ში „ქა­ლის სა­მოს­ის წლის საერთაშორისო დიზაინერი“.

ეს მო­დის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოა, რო­მელ­საც „მო­დის ოს­კარ­საც“ უწოდებენ. საბჭოს, რო­მელ­მაც სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, ტომ ფორ­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

დემ­ნა გვა­სა­ლი­ას გარ­და, ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში წარ­დგე­ნილნი იყ­ვნენ: და­ნი­ელ ლი (Bottega Veneta), რაფ სიმონსი და მი­უ­ჩა პრა­და (Prada), პი­ერ­პა­ო­ლო პი­ჩო­ლი (Valentino) და სი­მონ ჟაკ­მუ­სი (JACQUEMUS).

დემ­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო უკვე მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლად ამე­რი­კის მო­დის დიზაინერების დაჯილდოებაზე წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რად ის ოთხი წლის წინ და­ა­სა­ხე­ლეს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close