მოდა/სილამაზერჩევები

სახის კანის დაჭიმვა მარტივად, სახლის პირობებში – პლასტიკური ოპერაციის ალტერნატივა

გთავაზობთ ნიღაბს, რომლის რეგულარულად გამოყენება, სულ ცოტა, 10 წელს „მოგაცილებთ“ სახიდან. შედეგს ძალიან მალე იგრძნობთ. ასეთი ნიღაბი პლასტიკური ოპერაციის ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ.

დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 1/2 ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი

ნიღბის მომზადება

1. აიღეთ საშუალო ზომის კვერცხი (რა თქმა უნდა, უმჯობესია სოფლის) და განაცალკევეთ ცილა და გული.

2. მოათავსეთ ცილა თასში და ათქვიფეთ, სანამ სქელ, ღრუბელივით მასას არ მიიღებთ.

3. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, ქოქოსის ზეთი და კვლავ ათქვიფეთ.

4. წაისვით ნიღაბი სახეზე და ყელზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი, სანამ  არ გახმება.

როგორც ნებისმიერი სხვა ნიღბის შემთხვევაში, კვერცხის ცილისგან დამზადებული ნიღბის გამოყენებისასაც აუცილებელია დაიცვათ შემდეგი წესები:

  1. წინასწარ გაისუფთავეთ კანი და ორთქლით დაირბილეთ;
  2. ნიღბის გაკეთების შემდეგ ჯობია დაწვეთ – კვერცხის ცილის ნიღბის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით რეკომენდებულია;
  3. ყველა პროდუქტი ახალი უნდა იყოს, მომზადებული ნიღბის მასის შენახვა და შემდეგ გამოყენება დაუშვებელია;
  4. ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით ან მოიცილოთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. უკეთესი იქნება თუ გაფილტრულ, ან დამდგარ წყალს გამოიყენებთ. შეგიძლიათ ნიღაბი ჩამოიბანოთ რომელიმე ბალახის ნახარშით ან შავი ან მწვანე ჩაის ნაყენით.

ნიღბის შემდეგ კანზე რეკომენდებულია წაისვათ დამატენიანებელი კრემი.

სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა ამ პროცედურის გამეორება კვირაში 2-3-ჯერ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close