პოლიტიკასაქართველო

პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე საშვი“ ამოქმედდება – ნახეთ, სად დაგჭირდებათ ის

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე საშვის პრინციპის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,„მწვანე საშვის“ მიღება შეუძლია ადამიანს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია ან კორონავირუსი აქვს გადატანილი. მათ შორის მათ, ვინც ვირუსი გასულ წელს გადაიტანა იმის მიუხედავად, რომ არსებობს რეინფიცირების არაერთი გამოვლენილი შემთხვევა.

გარდა ამისა, „მწვანე“ სტატუსით ისარგებლებს ადამიანი PCR ტესტის ჩატარებიდან 72 საათის და „სწრაფი ტესტის“ ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.

მხოლოდ „მწვანე საშვით“ იქნება შესაძლებელი შესვლა: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ობიექტის სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს დოკუმენტი სავალდებულო იქნება 18 წელს გადაცილებული პირებისთვის,

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და ისეთ სერვისებში, რაც არის ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა და რომლის გარეშეც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, ასეთ ადგილებზე „მწვავე საშვის“ სისტემა არ ამოქმედდება“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 755 046 შემთხვევა. მათგან 693 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 509 კი გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 4 აპრილს დაფიქსირდა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close