fbpx
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი 4:2 დაამარცხა და გუნდურ შეჯობრებაში 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფინალში საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (-90), სოფიო სომხიშვილმა (+78) და საბა ინანეიშვილმა (+100). საბა ინანეიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლაში ევროპის ჩემპიონს შესანიშნავი გდებით – იპონით მოუგო.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ნახევარფინალში საფრანგეთი ანგარიშით 4-2 დაამარცხა, შემდეგ კი მასპინძელს – უნგრეთის ნაკრებს 4:3 სძლია.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედალი აიღეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.

ტურნირზე მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გიორგი ჩიქოვანი (100), გიორგი თუშიშვილი (66) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ.

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close