fbpx
მსოფლიო

აშშ-ში ინდური არომატიზატორებიდან სასიკვდილო ინფექცია გავრცელდა (ვიდეო)

აშშ-ში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისინი ინდოეთიდან შეტანილი არომატული სპრეებიდან ეგზოტიკური დაავადება მელიოიდოზით დაინფიცირდნენ, იუწყება CNN.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) უკვე გაავრცელა შესაბამისი გაფრთხილება და მოუწოდა ექიმებს, განსაკუთრებით გაამახვილონ ყურადღება ამ რთულად დასადგენი დაავადების სიმპტომებზე.

მელიოიდოზი − ანთროპოზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის წყაროა მღრღნელები, შინაური და გარეული ცხოველები. გამომწვევი ბაქტერია Burkholderia pseudomallei ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან და იწვევს მრავლობით აბსცესს. საინკუბაციო პერიოდი 2-3 დღეს შეადგენს. დაავადების პროგნოზი მძიმეა.

CDC-მ ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასიკვდილო ინფექციის შემთხვევები ჯორჯიის შტატში დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მაღაზიების პოპულარულ ქსელ Walmart-ში შეძენილი, ინდოეთიდან ექსპორტირებული არომატული სპრეები გამოიყენეს. დაავადების შემთხვევები ასევე გამოვლინდა კანზასში, მინესოტასა და ტეხასში.

ინფექციამ თავდაპირველად საგონებელში ჩააგდო ექიმები, ვინაიდან მელიოიდოზი ტროპიკული დაავადებაა და, როგორც წესი, მოგზაურობას უკავშირდება, თუმცა ინფიცირებულთაგან არცერთი იყო გასული შეერთებული შტატებიდან. მოგვიანებით გამოძიებით დადგინდა, რომ ინფექცია ინდური კომპანია Better Homes-ის მიერ წარმოებულმა არომატულმა სპრეებმა გამოიწვია, რომლებიც ლავანდისა და გვირილის ეთერზეთებზე იყო დამზადებული და შეიცავდა „ძვირფას ქვებს“.

როგორც CDC-ში აცხადებენ, Walmart-ის მაღაზიებში აღნიშნული არომატიზატორი ჯერ კიდევ თებერვალში გაჩნდა და ქსელში 21 ოქტომბრამდე იყიდებოდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ამავე მარკის კიდევ ხუთი არომატიზატორის შემოწმება ინფექციაზე.

CDC-ს ცნობით, დაავადების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილები, ღვიძლის, ფილტვების, ნაღვლის ბუშტისა და პროსტატიტის ჩირქოვანი შეშუპებები.

სააგენტომ მოუწოდა მათ, ვინც უკვე შეიძინა არომატიზატორები, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მათი გამოყენება, მაგრამ კი არ გადაყარონ, არამედ საგულდაგულოდ შეფუთონ და დააბრუნონ მაღაზიაში.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close