მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

მადრიდის ქუჩებში ღამით აქლემები გამოჩნდნენ

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებაში (Carabanchel) მდებარე ცირკიდან შუაღამისას 8 აქლემი და 1 ლამა გაიქცა, – ამის შესახებ BBC წერს.

ცირკის (Quiros Circus) მენეჯერი ამბობს, რომ ელექტროღობე, რომლითაც ტერიტორიაა შემოღობილი, ერთ ადგილას გაჭრილი დახვდათ. დაწესებულების ადმინისტრაცია ცხოველების უფლებადამცველებზე მიანიშნებს, რომლებიც გამუდმებით აპროტესტებენ მათ ცირკში ყოფნას.

შემთხვევისას არავინ დაზარალებულა. ცხოველები ცირკში უსაფრთხოდ დააბრუნეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close