ტექნოლოგიები

სმარტფონების ბევრ მოდელზე WhatsApp-ი ნოემბრიდან აღარ იმუშავებს, შესაძლოა შეიზღუდოს მესენჯერის ფუნქციებიც

1-ლი ნოემბრიდან WhatsApp-ი სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს, მიზეზი მესენჯერის ძველ საოპერაციო სისტემებთან შეუთავსებლობაა.

საუბარია სულ 43 მოდელზე, როგორიცაა Apple-ისSamsung-ისLG-ისZTE-ისHuawei-ისSony-ისAlcatel-ისLenovo-სა და სხვა მოდელებზე.

მესენჯერის მუშაობისთვის უნდა იქონიოთ ისეთი ტელეფონი, რომლის საოპერაციო სისტემაც არის: Android 4.1 ან iOS 10. ან უფრო ახალი.

შესაძლოა სწორედ ამ მოდელებზე WhatsApp-მა  ფუნქციონირება სრულად შეწყვიტოს. ასევე შესაძლებელია მომხმარებელს მესენჯერის მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაზე შეეზღუდოს წვდომა და მონაცემთა უსაფრთხოებაც არ იყოს სათანადოდ დაცული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა metro_ავრცელებს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close