ჰოროსკოპი

პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

როგორია იდეალური ცოლი? თითოეულ მამაკაცს იდეალური ცოლის თავისი კრიტერიუმი აქვს. ერთისთვის ესაა ქალი, რომელიც კარგად ამზადებს, ასუფთავებს, მეორისთვის – ქალი, რომელსაც თავი არასდროს სტკივა… წარმოდგენა იდეალზე ყველას განსხვავებული აქვს. ამიტომ ზოგისთვის საუკეთესო ცოლია სანიმუშო დიასახლისი, სხვისთვის კი – დამოუკიდებელი და ამბიციური „ბიზნესვუმენი“.

საინტერესოა, რას ამბობენ ამის თაობაზე ვარსკვლავები. გაეცანით საუკეთესო ცოლების რეიტინგს – უარესიდან უკეთესისკენ და გაიგეთ, თქვენ ან თქვენი მეუღლე ხომ არ იკავებთ ამ რეიტინგში საპატიო პირველ ადგილს.

12. მორიელი

მორიელ ქალში ლამაზი გარეგნობა მახვილგონიერებას ერწყმის. ის ცოლის როლისთვის არცთუ იდეალური კანდიდატურაა. თუ მას ცოლად მოიყვანთ, ეს ნიშნავს, რომ ნებაყოფლობით მონობას თანხმდებით. მოგიწევთ, სიბერემდე მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ და ამ რთული ხასიათის ქალს მიეჩვიოთ. მერე კი – სიმელოტე, ლიბიდოს დაკარგვა, პროსტატიტი და პენსია სიბერისას…

11. თევზები

სჯობს, კატა მიიყვანოთ სახლში, ვიდრე თევზები ცოლად შეირთოთ: შედეგი ერთნაირი იქნება. ქალი-თევზი არამიწიერი არსებაა. ის მოფერების ნებას მოგცემთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის გუნებაზეა. მამაკაცები ისწრაფვიან სათუთი თევზებისკენ, ჭკუიდან იშლებიან მათი გულისთვის. თევზებთან განშორების შემდეგ მამაკაცი შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს – აი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ თევზებს ერიდოთ.

10. ლომი

ლომის მოთვინიერება მხოლოდ ყველაზე მამაცს შეუძლია. ამისთვის მას მთელი ქონების დახარჯვა მოუწევს. ქალ ლომს მოსწონს ლამაზი სამკაულები, ძვირად ღირებული ავტომობილები… მისი მადის დაკმაყოფილებას ცოტა თუ შეძლებს. კაშკაშა და ექსტრავაგანტულ ლომთან დაშორება მამაკაცს სიხარულს მოჰგვრის… მაგრამ მხოლოდ სამი დღე, შემდეგ კი უკვე მოიწყენს. სხვა ქალები მის ფონზე უფერულად და უინტერესოდ მოეჩვენება.

9. მშვილდოსანი

მშვილდოსანი ქალისთვის უარის თქმა ძალზე ძნელია, ხანდახან – შეუძლებელიც. ყველაფერი ისე უნდა იყოს, თან მუდამ, როგორც მას სურს. ცოლად მშვილდოსნის მოყვანა იგივეა, რაც ეშმაკთან გაფორმებული კონტრაქტი. ასეთი კავშირისთვის საკუთარი უკვდავი სულით მოგიწევთ ანაზღაურება. ნებისმიერ დაუმორჩილებლობას ის აღიქვამს, როგორც ბუნტს გემზე. ამას მოჰყვება საშინელი და გაუგონარი სასჯელი – გადასახლება მოუსავლეთში.

8. ტყუპი

ტყუპ ქალს ადამიანის შინაგანად დანახვა შეუძლია. ასეთმა ცოლმა ზუსტად იცის, ვინაა მისი ქმარი სინამდვილეში, იცის მისი ყველა ცოდვა, აზრი, შიში. თავის მოკატუნებას აზრი არა აქვს. მამაკაცის ნებისმიერი ტყუილი მისთვის ცნობილი გახდება. არ იკითხოთ, როგორ გამოსდის ეს. ეცადეთ, ასეთი ქალისგან საიდუმლო არ გქონდეთ, ან ხანგრძლივ ზნეობრივ-დამრიგებლური საუბრისთვის მოემზადეთ.

7. ვერძი

ვერძ ქალთან თანაცხოვრება სუსტი ნერვების პატრონებისთვის არაა. თუ გსურთ, სიჯიუტეში გაეჯიბროთ და სულის ძალა გამოწვრთნათ – მაშინ თამამად შეგიძლიათ მისი ცოლად მოყვანა. ის ბოლომდე იბრძოლებს, სანამ არ აღგზრდით ხელახლა. მაგრამ ნუ გეშინიათ. ყველაფერი, რასაც აკეთებს, მხოლოდ წაგადგებათ, თუნდაც ჯერ ამას ვერ აცნობიერებდეთ. ვერძი ქალი ძალზე ძლიერია, მას სუსტი ქმარი არ სჭირდება. თუ მზად არ ხართ, მედგრად აიტანოთ ყოველდღიური მინი-აპოკალიფსი, მაშინ სჯობს, გვერდი აუაროთ მას.

6. სასწორი

სასწორის ერთ პინაზე სასწორ ქალს თქვენთვის მომზადებული აქვს მყუდრო საღამოები, გულახდილი საუბრები, ვნებიანი ცეკვები და უძილო ღამეები, მაგრამ მეორე პინაზე – სკანდალები, ისტერიკები, უსასრულო წუწუნი და „ტვინის წაღება“. ყველაფერი მის განწყობაზეა დამოკიდებული, ასევე თქვენს მისდამი დამოკიდებულებაზე. თუ მას არ გაუფრთხილდით, ხელით არ ატარეთ, მალე გაგინაწყენდებათ, კარს მოიჯახუნებს და შემდეგ მას ვერასდროს ვეღარ ნახავთ.

5. ქალწული

ქალწული ძალიან ჭკვიანია, მას ყველაფერი უსიტყვოდ ესმის. მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი. ის ყოველთვის დაგიჭერთ მხარს, მოგცემთ ბრძნულ რჩევას. მასში იპოვით ცოლსაცა და ერთგულ მეგობარსაც, მაგრამ ხანდახან მასაც ემართება…. არავინ იცის, რა და როდის. ასეთ მომენტებში მოემზადეთ, რომ მოისმინოთ ხანგრძლივი და აღმზრდელობითი ტირადა. ასევე, მოემზადეთ, რომ ოჯახის მართვის სადავეები მას უნდა გადაულოცოთ. რა თქმა უნდა, ოჯახის თავი მაინც თქვენ იქნებით, მაგრამ ამ თავს, თუნდაც 360 გრადუსით, ქალწული დაატრიალებს.

4. კურო

კურო-ქალბატონის ცოლად მოყვანა ნამდვილად ღირს, მაგრამ იმ პირობით, თუ ბრიყვი ხართ და თან ბანკში მომხიბლავი ანგარიში გიდევთ. ქალი კურო არ დამშვიდდება, სანამ პლანეტის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების სიაში არ აღმოჩნდებით. ესაა ცოლი-მოტივატორი. მას ღარიბიც შეუყვარდებით, მაგრამ სიყვარულის გარდა, მას სჭირდება კაბაც, სახლიცა და ავტომობილიც, რომ ყველას შურდეს მისი. ამიტომ მოემზადეთ: დაიწყება თქვენით მანიპულირება, შანტაჟი და ა. შ. და ეს ყველაფერი – თქვენი კეთილდღეობისთვის!

3. თხის რქა

პარტნიორს თხის რქა ქალი ცივი და ნათელი გონებით ირჩევს. არანაირი ემოცია, არანაირი სიყვარული. და რა სარგებელია ასეთი ქალისგან? ქორწინებაში ეს ქალები სარგებელს ეძებენ. თხის რქასთან კავშირით მხოლოდ მოიგებთ. და თუ ამ თავისებურმა ქალბატონმა თქვენ შეგარჩიათ, ნამდვილი იღბლიანი ბრძანდებით სიცოცხლის ბოლომდე… ოღონდ, სანამ თავად რაიმეს არ გააფუჭებთ…

2. მერწყული

მერწყულ ქალთან არ მოიწყენთ – ის გარშემო ყველას სითბოს ჩუქნის, მხიარული, ღიმილიანი და აქტიურია. პოეტთა მუზა! არასდროს მოგივათ თავში მასთან განქორწინება – თქვენი გონება სულ იმ ფიქრებითა და პრობლემებით იქნება დაკავებული, თუ რა ჭამოთ და სად გაქრა თქვენი კატა. დიახ, თქვენი მაცივარი შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ცხოვრება იქნება სიხარულით, სიცილითა და მხიარულებით სავსე!

1. კირჩხიბი

ქალი კირჩხიბისთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას. ის ნამდვილი დიასახლისია, მზრუნველი, ბრძენი ქალი, ბავშვებს უზადოდ ზრდის. ქმრის ნათესავებსაც აღმერთებს! ქმრის გულის მოგება – მისი წმიდათაწმიდა მოვალეობაა. მთავარი ხომ ოჯახია. და თუ ქმარი, მოულოდნელად, ამის თაობაზე დაივიწყებს, დაე, მოემზადოს სკანდალისთვის (და არა მხოლოდ). კირჩხიბი არავის მისცემს უფლებას, უდიერად მოეკიდოს ოჯახურ ვალდებულებებს და დამნაშავეს აჩვენებს, რა შეუძლიათ კირჩხიბებს!

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close