კლიმატთან დაკავშირებული სამიტი (COP26) მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა გამომსვლელთა განცხადებებზე არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხუჭავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვალებს სამიტის მიმდინარეობისას.
ეს კადრები BBC-მაც გამოაქვეყნა და ვიდეოს მცირე აღწერა დაურთო. „ეძინა თუ უბრალოდ თვალებს ასვენებდა აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის განმავლობაში?“ – ასე ასათაურებს მაუწყებელი ამბავს.
აღსანიშნავია, რომ თავად ბაიდენი სამიტს „წარმოუდგენელ შესაძლებლობას“ უწოდებს.
imedinews.ge
კომენტარები