fbpx
მედიცინამსოფლიო

როდის დასრულდება პანდემია – პროგნოზი ოპტიმისტურია

დელტა ვარიანტის გავრცელების ტემპი მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევად ეცემა. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ სად და როდის შეიძლება კოვიდ-19-ის პანდემია ენდემურ დაავადებაში გადაიზარდოს და ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, დღეიდან დაწყებული – 2022 წლის დასასრულამდე.

ეს მომენტი, სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს დადგება, თუმცა იქ, სადაც ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებლებს ბუნებრივი იმუნიტეტიც ემატება და რეგულაციებსაც უკეთ იცავენ, პანდემია შედარებით მალე გადავა ენდემიაში. ასეთი შეიძლება იყოს: შეერთებული შტატები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია და არ არის გამორიცხული – ინდოეთი.

სპეციალისტები აქვე გვაფრთხილებენ, რომ SARS-CoV-2 არაპროგნოზირებად ვირუსად რჩება. ის აუცრელ მოსახლეობაში გავრცელებისას მუტაციას განიცდის და ამიტომ მოვლენების სხვაგვარად განვითარებაც დასაშვებია. არცერთი ექსპერტი არ გამორიცხავს გაცილებით დრამატულ სცენარს: კორონავირუსი ისეთი ახალი მუტაციით მოგვევლინება, რომ ის ადამიანის იმუნიტეტს გაცილებით იოლად დააზიანებს, თუმცა ისინი მაინც თანხმდებიან იმაზე, რომ მეტი ალბათობით, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის ყველაზე უარესი ეტაპი უკვე გადალახა.

„ვფიქრობთ, სადღაც დღეიდან 2022 წლის დასასრულამდე მივაღწევთ იმას, რომ შევძლებთ ვირუსის გაკონტროლებას… მნიშვნელოვნად შევამცირებთ მწვავე დაავადებებს და სიკვდილიანობას“, – ამბობს „როიტერთან“ საუბარში მარია ვან კერხოვი, ეპიდემიოლოგი, რომელიც სათავეში უდგას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდს.

ჯანმოს ხედვა ეფუძნება დაავადების ექსპერტებთან ერთად გაწეულ სამუშაოს, რომლებიც მომდევნო 18 თვის მანძილზე პანდემიის კურსს განსაზღვრავენ. გაეროს ჯანდაცვის წამყვან სააგენტოს იმედი აქვს, რომ 2022 წლის დასასრულამდე მსოფლიოს მოსახლეობის 70 პროცენტი კოვიდ-19-ზე აცრილი იქნება. „ამ მიზანს თუ მივაღწიეთ, ეპიდემიოლოგიურად გაცილებით, გაცილებით განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, – ამბობს კერხოვი, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგი შიშობს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში რეგულაციებს ან არ იცავენ, ან შემზღუდავ ზომებს იმაზე ადრე ამსუბუქებენ, ვიდრე საჭიროა. „მაოცებს, როცა ვხედავ, რომ ხალხი გარეთაა, ქუჩებში, თითქოს ყველაფერი დასრულებულია“, – ამბობს მარია ვან კერხოვი.

ჯანმოს მონაცემებით, აგვისტოს შემდეგ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილიანობის მაჩვენებლებმა კლება დაიწყო. გამონაკლისია ევროპა.

გააგრძელე კითხვა აქ: amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close