ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტი

ქართველი მომღერლის წარმატება ბერძნულ „ვოისში“ და თამთა გოდუაძე მოულოდნელ „ამპლუაში“ (ვიდეო)

საბერძნეთში მცხოვრებმა  ქართველმა მომღერალმა ანანო მარჩილაშვილმა ბერძნულ „ვოისში“ წარმატებას მიაღწია. მან „ბრმა მოსმენისას“ ბიორკის პოპულარული ჰიტი It’s Oh So Quiet შეასრულა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სიმღერის დასრულების შემდეგ სტუდიაში საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძე გამოჩნდა, რომელმაც ანანოს „თარჯიმნობა“ იკისრა.

„იმდენად სხვადასხვანაირად მღერი ამ სიმღერაში – დაბლები, მაღლები, ბევრ რაღაცას მოითხოვს ეს სიმღერა და ყველაფერი გადასარევად გამოგივიდა“, – უთხრა თამთამ მას ჟიურის წევრების შეფასების გადათარგმნისას.

მისივე თქმით, ჟიურის წევრები ყველაზე მეტად ანანოს ენერგიამ აღაფრთოვანა.

ნინო ბაჯელიძე

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close