fbpx
მსოფლიო

წითელ მოედანზე ორალური სექსის იმიტაციისთვის ბლოგერს და მის მეგობარ ქალს პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ბლოგერს და მის მოდელ მეგობარ ქალს და ათ-ათი თვით პატიმრობა მიუსაჯა მათ ფოტოსთვის, რომელზეც გამოსახულია ორალური სექსის იმიტაცია, მათ შორის, რუსეთის დედაქალაქის წითელ მოედანზე, ვასილი ნეტარის ტაძართან.

სასამართლომ 29 ოქტომბერს დამნაშავედ ცნო ტაჯიკეთის მოქალაქე რუსლან ბობიევი, ასევე ცნობილი, როგორც რუსლანი თალაბჯონი და მოდელი ანასტასია ჩისტოვა მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის და იმავე დღეს განაჩენი გამოუტანა ორივეს.

სექტემბრის ბოლოს, ბობიევმა ინსტაგრამით გაავრცელა ფოტო, რომელზეც გამოსახულია მის წინ მუხლებზე მდგომი ჩისტოვა რომელიც ორალური სექსის იმიტაციას აკეთებს ტაძრის ფონზე. ფოტოზე ჩისტოვას აცვია ქურთუკი წარწერით „პოლიცია“.

ბობიევს სასამართლომ გამოუცხადა, ასევე, თავის მშობლიურ ტაჯიკეთში დეპორტაცია.

30 სექტემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ბობიევი ბოდიშს იხდის ფოტოსთვის და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსს არ გაიმეორებს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close