fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური: ვინ სად იმარჯვებს – ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს (41) ხმების  55.743 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას (5) 44,357 პროცენტი.

ამ დროისთვის (00:40 სთ) თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ნახევარზე ცოტა მეტი – 407 უბანი (52,926%).

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს:

რუსთავში ამ დროისთვის ასეთი სიტუაციაა: ნინო ლაცაბიძეს (41) აქვს 54.162%, დავით კირკიტაძეს (5) – 45.838%.  რუსთავში 88 უბნიდან დათვლიილია 53-ის მონაცემები (60.227%);

ქუთაისშიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლიდერობს: დავით ხახალეიშვილს (41) აქვს 52.178%, ხატია დეკანოიძეს (5) – 47.822%. 124 უბნიდან დათვლილია 46 (37.097%);

ფოთში ბექა ვაჭარაძეს (41) აქვს 57.699%, გიორგი უგულავას (5) – 42.331%; 33 უბნიდან დათვლილია 26 (78.788%).

ბათუმში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ ჩიქოვანია (41) წინ  52.943%-ით, გიორგი კირთაძეს (5) ხმების 47.057% აქვს მიღებული; 105 უბნიდან დათვლილია 40 (38.095%).

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმარჯვებენ ცესკოს პირველადი მონაცემებით თვითმმართველი თემების მერების არჩევნებშიც ყველა ქალაქში წალენჯიხის გარდა – წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი ხარჩილავას აქვს 51,516%, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გოგა გულორდავას – 48.484% (29 უბნიდან დათვლილია 14-ის მონაცემები – 48.276%).

შეგახსენებთ, რომ მერის არჩევნების მეორე ტური დედაქალაქში – თბილისში,  4 თვითმმართველ ქალაქში – რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი და 15 თვითმმართველ თემში გაიმართა. 2 თვითმმართველი თემის გარდა (თიანეთი და ოზურგეთი) ყველგან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1 025406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია.

დედაქალაქში საარჩევნო უბნებზე მივიდა და თავისი ნება დააფიქსირა 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%).

ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – 59.9%, ყველაზე დაბალი – მცხეთა-მთიანეთში – 43.2%.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close