fbpx
მოგზაურობა

ბარსელონასა და ვენაში პირდაპირი რეისები განახლდება

31 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის მიმართულებით, კვირაში ერთი სიხშირით, პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება განახლდება, 2 ნოემბრიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ვენის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით განაახლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთსა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნით შეუძლიათ.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

„ავსტრიაში გასამგზავრებლად კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ:

1. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი) 2. ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac). 3. ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება https://entry.ptc.gv.at/en.

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის მიზნებისთვის პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში. პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson), ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22-ე დღეს 9 თვის განმავლობაში“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close