პოლიტიკაიტალია

30 ოქტომბერს მოერიდეთ რომში, ახალი საკონვენციო ცენტრის მიდამოებში სიარულს – 10 კმ²-ის რადიუსში ყველაფერი ჩაიკეტება

30 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქი რომი პირველად უმასპინძლებს დიდი ოცეულის ლიდერებს. ისინი განიხილავენ მნიშვნელოვან თემებს მსოფლიოში შექმნილი კრიზისის დასაძლევად.

დელეგატები იტალიის დედაქალაქში, ახალ საკონვენციო ცენტრში შეხვდებიან ერთმანეთს. სამიტს რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

შაბათს, როდესაც დიდი ოცეულის ლიდერების სამიტი გაიმართება, 10 კვადრატული კილომეტრის რადიუსში ყველაფერი ჩაიკეტება. ე.წ. „წითელ ზონაში“ გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ნორმები. ყველაფერს ვერტმფრენების, სნაიპერებისა და დრონების საშუალებით დააკვირდებიან. მობილიზებულია დამატებით 2000 პოლიციელი და 500 სამხედრო. ისინი არა მარტო სამიტის მონაწილეების უსაფრთხოებას დაიცავენ, არამედ გააკონტროლებენ ვითარებას მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობებთან და უცხო ქვეყნის საელჩოებთან. წინა დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მთავრობაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა ე.წ. „მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეებმა მორიგი ძალადობრივი აქციებიც დაგეგმონ, რაც საფრთხეს შეუქმნის სამიტის მიმდინარეობას.

იტალიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან ონლაინაქტივობასა და სოციალურ ქსელებს, რათა დაადგინონ, ხომ არ აპირებს რომელიმე ჯგუფი არასანქცირებულ აქციას. ხელისუფლება მხოლოდ იმ აქციების ჩატარების ნებართვას გასცემს, რომელიც უსაფრთხო იქნება და შეხვედრის ადგილიდან შორს გაიმართება. ქვეყანაში დროებით აღდგა სასაზღვრო შემოწმება და რომის საჰაერო სივრცე თითქმის მთლიანად ჩაიკეტა.

euronewsgeorgia.com (შემოკლებული ვერსია)

ახალი საკონვენციო ცენტრი რომში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close