საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით პარიზში იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალს დაესწრო.
ამბასადორიალზე ელისო ბოლქვაძე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს.
იუნესკოს ამბასადორიალის ფარგლებში ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეაზე, სადაც განიხილეს საზოგადოებაში ხელოვნების და კულტურის როლის მნიშვნელობა, კულტურული დიალოგი – მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი გზავნილი კაცობრიობას.
ასამბლეაზე ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ოკეანის დაცვა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე, ამბასადორიალის ფარგლებში პარიზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საქართველოს, როგორც იუნესკოს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყნის, აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ძალიან დიდი პატივია მეორე ვადით იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსით ვემსახურო ჩემს სამშობლს; მადლობა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრე აზულეს ახალი შესაძლებლობისთვის!“ – წერს ელისო ბოლქვაძე თავის ფეისბუქგვერდზე.
კომენტარები