fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ჯო ბაიდენმა საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციები 8 ნოემბრიდან შევა ძალაში. კერძოდ, ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის საბუთითა და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით.

ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოგზაურებს აშშ-ში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა არ მოეთხოვებათ, თუმცა არასრულწლოვანებმა უნდა წარადგინონ კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი. მოგზაურის ვაქცინაციისა და ტესტის საბუთის გადამოწმება ავიაკომპანიას ევალება.

გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოგზაურობაზე შეზღუდვები აშშ-ში 2020 წლის მარტიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close