მსოფლიოსაზოგადოება

ქაბულში შიმშილისგან დაღუპული რვა ობოლი ბავშვი იპოვეს

ჰაზარელების ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ლიდერი და ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ქაბულის დასავლეთით შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვის გვამი იპოვეს.

24 ოქტომბერს ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში მოჰამად მოჰაყიყი ამბობს, რომ ბავშვები დაახლოებით სამი კვირის წინ გარდაიცვალნენ. მისი თქმით, ბავშვები ადგილობრივმა სასულიერო პირმა და მეზობლებმა დაასაფლავეს.

ადგილობრივი სასულიერო პირი, მოჰამად ალი ბამიანი ამბობს, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი რვა წლის იყო, ყველაზე პატარა – წლინახევრის. „მათ არავინ ჰყავდათ, – ამბობს ბამიანი. – მათი მშობლები ცოცხლები არ არიან და არც ახლო ნათესავები ჰყოლიათ”. ბამიანი იხსენებს, რომ შევიდა სახლში, სადაც ბავშვების გვამები აღმოაჩინეს. „მათ ისე შიოდათ, რომ ფეხების გასწორებაც არ შეეძლოთ“, – ამბობს ის.

თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობას ამ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. გაერო გამოდის გაფრთხილებით, რომ ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მიწოდების გარეშე ავღანეთს მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი, მათ შორის მასობრივი შიმშილი ემუქრება.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close