ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25-31 ოქტომბერი

25-იდან 31 ოქტომბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ ფულთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით. გადაამოწმეთ ყველაფერი, გააანალიზეთ, სთხოვეთ რჩევა მცოდნე ადამიანებს. გამორიცხული არ არის, ექსტრავაგანტური ქმედება დაგეხმაროთ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში.

მეორე ნახევართან ურთიერთობაში კითხვები უფრო მეტი იქნება, ვიდრე პასუხები. დაფიქრდით და შეხედეთ პარტნიორის რეაქციას: ვარსკვლავები გირჩევენ, მისგან რაიმე ქმედებას დაელოდოთ.

 

ვერძი

ფინანსურად ძალიან პროდუქტიული კვირა გელით, შეძლებთ ფულის ინვესტირებას ისე, რომ შემოსავალი მოგიტანოთ. გამოიყენეთ ეს დრო კავშირების დასალაგებლად, განსაკუთრებით – საქმიანი კავშირების მოსაწესრიგებლად. არ არის რეკომენდებული ფიზიკური შრომა, ასევე, დროებით გადადეთ სპორტდარბაზში ვარჯიში.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

კარგი დროა თვითგანათლებისა და პროფესიული განვითარებისთვის. სწავლის დასაწყებად იდეალური დღეა 26 ოქტომბერი. თქვენი შემოსავალი ახლა თქვენს შრომაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ დასვენებაც არ დაგავიწყდეთ! 31 ოქტომბერი სასიამოვნო კომპანიაში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ტყუპი

უმჯობესია ამ პერიოდში მარტომ არ განახორციელოთ სერიოზული პროექტები. შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ გუნდური მუშაობა, ამიტომ მიიღეთ გარშემომყოფების მხარდაჭერა. ფილოსოფიურად მოეკიდეთ წარუმატებლობას, ეს გამოცდილება დაგეხმარებათ, მომავალში არ დაუშვათ შეცდომები. ამ კვირაში არსებობს ქრონიკული დაავადების გამწვავების რისკი – ფრთხილად იყავით.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

 

კირჩხიბი

ამ პერიოდში რუტინული ერთფეროვანი სამუშაო გელით, მაგრამ მალე მაინც შეძლებთ დასვენებას. ვარსკვლავები ახლა არ გირჩევენ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. და უმჯობესია კოლეგებთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეთ, მათგან ბევრ ახალს გაიგებთ და ისწავლით, რაც ძალიან გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ლომი

შეეცადეთ ამ კვირაში ხისტი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ: ნებისმიერი თქვენი ქმედება, თუნდაც საუკეთესო, შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. თქვენი იმუნიტეტი დასუსტდება, ამიტომ დაიწყეთ მისი გაძლიერება. ზოგიერთ ლომს შეიძლება ოჯახში პრობლემები შეექმნას. ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გადადგით პირველი ნაბიჯი, თქვენი მეორე ნახევარი ამას დააფასებს.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ქალწული

შეიძლება შემოსავლიანი სამსახური შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, დაფიქრდით: მზად ხართ ამ ცვლილებებისთვის? თუ ასეა, იმოქმედეთ! 31 ოქტომბერი შეიძლება განსაკუთრებული დღე იყოს თქვენთვის. ის ახალი ნაცნობობით იქნება დატვირთული. უფროს თაობასთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 25.

 

სასწორი

ამ კვირაში გამორიცხული არ არის, ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რაც შემოსავლის კარგი წყაროების პოვნის საშუალებას მოგცემთ. სახლში ნუ გამოიკეტებით, უფრო ხშირად იყავით ხალხმრავალ ადგილებში. ვარსკვლავები გირჩევენ, იფიქროთ რომანტიკულ ურთიერთობებზე და თქვენს სხვადასხვა ჰობიზე. შაბათ-კვირას მაქსიმალურად კარგად დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 31.

 

მორიელი

ეს კვირა სტრესული იქნება როგორც სამსახურში, ისე სახლში, მაგრამ შეძლებთ, რომ სიტუაციას გაუმკლავდეთ! ძალების აღსადგენად შაბათ-კვირა ქალაქიდან შორს გაატარეთ. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა ფინანსური მდგომარეობა გართულდეს, მაგრამ მეორე ნახევარში შემოსავლის ახალ წყაროებს იპოვით. გონებაგახსნილობა, პასუხისმგებლობა და საქმისადმი თავდადება დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მშვილდოსანი

ახლა მარტოხელა მშვილდოსნებს გაუმართლებთ: მათთვის მეორე ნახევრის პოვნის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. მთავარია იგი თქვენი აქტიურობით არ შეაშინოთ! ამ კვირაში მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ ბავშვებთან ურთიერთობისას. თქვენი სიმკაცრით არ დააფრთხოთ ისინი, მოიპოვეთ ნდობა და  ყურადღებით მოუსმინეთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 31.

 

თხის რქა

ხელმძღვანელობას თქვენ მიმართ დიდი მოთხოვნები ექნება, შეეცადეთ მომგებიანი მხრიდან აჩვენოთ საკუთარი თავი და თქვენი ძალისხმევა დაფასდება. უმჯობესია შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად დაისვენოთ, რომელსაც თქვენი ყურადღება აკლია. შემოქმედებით ადამიანებს ამ დღეებში შთაგონება ეწვევათ, გაჩნდება ახალი იდეები.

სასიკეთო დღეები: 30, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

სამსახურში სიმშვიდეა, მაგრამ შესაძლოა ოჯახში კონფლიქტები წარმოიშვას და ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდეთ. ახლა მნიშვნელოვანია სტრესია თავიდან აცილება: ამან შეიძლება ჯანმრთელობა შეგირყიოთ. კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. გაატარეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად: მაგალითად, შეგიძლიათ ქალაქგარეთ წახვიდეთ და კარგად განიტვირთოთ.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თევზები

ამ დღეებში ბევრი საზრუნავი გექნებათ. შეეცადეთ ნაკლებად იდარდოთ წვრილმანებზე, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქრეთ. ძველ მეგობრებთან, ნათესავებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ გააძლიეროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა უახლოეს მომავალში. ვარსკვლავები არ გირჩევენ, გაჩუმდეთ თქვენი გრძნობების შესახებ. ყოველთვის ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს დღეები განსაკუთრებულად იდეალური დროა იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანს უთხრათ: „მე შენ მიყვარხარ!“

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close