საფრანგეთში „რუსულ მაფიასთან“ კავშირში მყოფი ქართველები დააკავეს
საფრანგეთში „რუსულ მაფიასთან“ კავშირში მყოფი ქართველების და სომხების ჯგუფები დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ ამიენში აღკვეთილ იქნა ტრანსნაციონალური კრიმინალური სტრუქტურა. კერძოდ, დაკავებულები არიან „რუსულ მაფიასთან“ კავშირში მყოფი ქართველებისა და სომხებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარული ავტომობილებით.
ჟანდარმერიის ცნობით, დაკავებულია 37 პირი, ჩატარდა 61 ჩხრეკა.
#BellesAffaires Démantèlement d’une structure criminelle transnationale par les #gendarmes de la SR #Amiens et #OCLDI : trafic de cigarettes & de véhicules volés impliquant des groupes arméniens et géorgiens liés à la mafia russophone.
💪 37 interpellations, 61 perquisitions. pic.twitter.com/F7VmN5eCk3— Gendarmerie nationale (@Gendarmerie) October 17, 2021
კომენტარები