ქართველები უცხოეთშიnews
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მამაკაცი პოლონეთის გავლით საფრანგეთში აპირებდა ჩასვლას, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ორნი იმყოფებოდნენ. პირი, რომელიც მანქანას მართავდა, პოლონელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე საგარეო საქმეთა სინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.
mtavari.tv
კომენტარები