საფრანგეთის მცხოვრებმა „ევრომილიონის“ ლატარიაში რეკორდული ჯეკპოტი – 220 მილიონი ევრო მოიგო
საფრანგეთის მცხოვრებმა „ევრომილიონის“ გათამაშებაში რეკორდული ჯეკპოტი – 220 მილიონი ევრო მოიგო. გამარჯვებულის ვინაობა ჯერ უცნობია და შესაძლოა საზოგადოებისთვის არც გახდეს ცნობილი – ლატარიის წესების თანახმად, მოგებულს უფლება აქვს, აირჩიოს – გაამხელს საჯაროდ საკუთარ ვინაობას თუ ანონიმად დარჩება.
რიცხვების მომგებიანი კომბინაცია შემდეგია: 21, 26, 31, 34, 49 და ვარსკვლავის ნომრები – 2 და 5.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევრომილიონის ლატარიის რეკორდი მესამედ დაფიქსირდა: 2020 წლის დეკემბერში ფრანგმა მოიგო 200 მლნ ევრო, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში შვეიცარიის მცხოვრებმა – 210 მლნ ევრო.
La plus grosse cagnotte jamais enregistrée en Europe à l’EuroMillions a été remportée ce vendredi soir… en France !
En effet, l’heureux veinard a validé son ticket dans l’Hexagone. Il y a eu plus de 60 millions de grilles validées dans tous les pays.https://t.co/8GKX6HsURv
— Le Parisien (@le_Parisien) October 15, 2021
ჯეკპოტი ისევ 17-მილიონიან ნიშნულს დაუბრუნდება სამშაბათის, 19 ოქტომბრის გათამაშებისას. საინტერესოა, ამჯერად რამდენს მიაღწევს ჯეკპოტი, სანამ ვინმე იღბლიანი „მოხსნის“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები