მსოფლიოკრიმინალი

შხამიანი მკვლელობა: ქმარმა ახალგაზრდა და მდიდარი ცოლი კობრის მეშვეობით მოკლა

ინდოელ მამაკაცს, რომელმაც კობრა და გველგესლა გამოიყენა ცოლის მოსაკლავად, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, იუწყება Straits Times-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის სორაჯ კუმარმა თავის მეუღლეს, სახელად უთრას უაღრესად შხამიანი გველგესლა შეუგდო, რომლის ნაკბენის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა და ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

სანამ საავადმყოფოდან გამოწერილი ქალი მშობლების სახლში გადიოდა რეაბილიტაციას, ქმარმა გველების მომთვინიერებლისგან კობრა შეიძინა და მძინარე ცოლს საწოლში შეუსვა, რომელიც მანამდე სპეციალურად გააღიზიანა, რათა კბენა გარდაუვალი ყოფილიყო. კობრის ნაკბენს 25 წლის ქალი უკვე ვეღარ გადაურჩა.

პოლიციამ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო და სურაჯი მალევე დააკავა. ცოლის მკვლელი დანაშაულს არ აღიარებდა, მაგრამ სამართალდამცველებმა მის ტელეფონში გველების მომთვინიერებელთან საუბრის ჩანაწერები იპოვეს და კაცს ბრალი დაუმტკიცეს.

როგორც მასმედია წერს, უთრა შეძლებული ოჯახიდან იყო, ხოლო მისი მეუღლე – ბანკის უბრალო თანამშრომელი ფინანსური მდგომარეობით ვერ დაიკვეხნიდა. სურაჯი უთრაზე დიდძალი მზითვის გამო დაქორწინდა, რომელიც მათ შორის 500.000 რუპიასა (დაახლოებით 6.645 აშშ დოლარი) და ახალ ავტომობილს მოიცავდა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა სურაჯის ოჯახსაც წაუყენეს ბრალი შეთქმულებაში მონაწილეობის მუხლით მას შემდეგ, რაც მათი სახლის ახლოს უთრას კუთვნილი დამარხული ოქროული იპოვეს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close