საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

საბერძნეთში ციკლონ ბალოსის მიერ გამოწვეულ უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა – 69 წლის მწყემსი, რომელიც გუშინ საღამოს დაიკარგა კუნძულ ევიაზე სოფლის სიახლოვეს, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, დაახლოებით 22:00 სთ-ზე მამაკაცმა სახანძრო-სამაშველო სამსახურში დარეკა და აცნობა, რომ მისი მანქანა წყლის მძლავრმა ნაკადმა წაიღო. მესოხორიის რაიონში განგაში გამოცხადდა.

გამოცემა EVIMA-ს ცნობით, მწყემსის მანქანის კარები და სხვა ნაწილები მაშველებმა დღეს იპოვეს ცაკეისა და მესოხორიის რაიონებს შორის.

მწყემსის საძებნელად მობილიზებული იყო 15 მეხანძრე-მაშველი ავტომობილებით, სახანძრო სამსახურის ვერტმფრენი და ევიის მოხალისე სამაშველო ორგანიზაციის სპეცტექნიკის მანქანები.

მოგვიანებით სამაშველო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მწყემსი დამხრჩვალი იპოვეს.

გავრცელებული ცნობით, ნეა სტირაში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ამ რაიონში მიმავალ გზაზე მოძრაობა შეჩერდა. მეხანძრეებმა დასახლებულ პუნქტში 8 დატბორილი სახლის მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის ციკლონი ბალოსი, რომელიც გუშინ დაატყდა თავს საბერძნეთს, ისევ მძვინვარებს, მათ შორის,  ატიკაში. ათენის დასავლეთ ნაწილში დატბორილი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაციის შემდეგ დღეს, 15 ოქტომბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა სკოლა დაკეტა მთელ ატიკის რეგიონში, ათენში, პირეოსსა და გარეუბნებში .

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close