საზოგადოებასაქართველო

რა აჩვენა ექსპერტიზის დასკვნამ კორპუსის მდგრადობის შესახებ, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული

ექსპერტიზის დასკვნით ბათუმში კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება.

„უკვე ცნობილია, რომ  გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ედნა ნატარიძემ.

ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას დაზარალებული ოჯახებისთვის უკვე გადასცა 61 ბინა.

ბინები ფიროსმანის, შარტავას და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარეობს. დათანხმდებიან თუ არა დაზარალებულები ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გადასვლას, უცნობია. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, დავით კოპინაძის განცხადებით, ჯერ ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, მერიის პარალელურად დაზარალებულებს ფართებს აჭარის მთავრობაც შესთავაზებს, საუბარია ასევე ფინანსურ კომპენსაციებზეც.

რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია.

როგორც აღინიშნა, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მომიჯნავე კორპუსიც მდგრადია, თუმცა მას დამატებით ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close