fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიაში კოვიდ-19-თან საბრძოლველად მსოფლიოში ყველაზე მკაცრი წესები შემოიღეს

„მწვანე საშვის“ შესახებ ინფორმაციის მისაღებად იმოქმედებს ერთიანი უნიკალური ნომერი 1500.

პანდემიასთან საბრძოლველად იტალია მკაცრ რეგულაციებს აწესებს და ითხოვს, რომ ყველა დასაქმებულმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს (48-საათიანი – სწრაფი ტესტის შემთხვევაში, 72-საათიანი – პისიარ ტესტის შემთხვევაში – nostal.ge). ახალი რეგულაცია, რომელიც იტალიის მთავრობამ მიიღო, 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება კოვიდ-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში აქამდე მიღებულ რეგულაციებს შორის ყველაზე მკაცრია. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანაში ასეთი მკაცრი მოთხოვნები არ არსებობს.

პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის კაბინეტში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობა ასევე იმედს გამოთქვამს, რომ არავაქცინირებული ადამიანები დაფიქრდებიან და გადაწყვეტილებას შეცვლიან. ამ დროისთვის იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% კოვიდ-19-ზე სრულად ვაქცინირებულია, ერთი დოზა კი 85%-ს აქვს მიღებული.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი და პროფკავშირები მოითხოვენ, რომ კოვიდ-19-ის ტესტები უფასო იყოს, მათი მოქმედების ვადა კი 48 საათიდან 72 საათამდე გახანგრძლივდეს.

წყარო: amerikiskhma.com

p. s.

2021 წლის 31 დეკემბრამდე, კოვიდ-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, დასაქმებულ პირებს სამუშაო ადგილზე შესასვლელად ე. წ. მწვანე სერტიფიკატი მოეთხოვებათ. მისი არქონის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ისინი არასაპატიო მიზეზით აცდენენ სამსახურს და ხელფასის მიცემა შეუჩერდებათ (მათ სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ).

მათთვის, ვინც სამუშაოზე „მწვანე საშვის“ გარეშე შევა, გათვალისწინებულია ჯარიმა 600-იდან 1500 ევრომდე. დამსაქმებლები კი, რომლებიც არ აკონტროლებენ თანამშრომლებს მწვანე საშვზე, დაჯარიმდებიან 400-იდან 1000 ევრომდე ფულადი სანქციით.

ის დასაქმებულებისთვის, რომლებსაც აცრა არ შეუძლიათ, 31 დეკებრამდე  კოვიდ-ტესტის გაკეთება უფასოა მწვანე საშვის მისაღებად, ამ მიზნით დადგენილებით განსაზღვრულია 105 მლნ ევრო, ხოლო დანარჩენებისთვის ტესტის ღირებულება 15 ევრო იქნება, 18 წელს ქვემოთ პირებისთვის კი – 8 ევრო.

აფთიაქებმა უნდა გაითვალისწინონ კონტროლირებადი ფასები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან ათასიდან 10 ათას ევრომდე და  5 დღით შეუჩერდებათ მუშაობის უფლება. ტესტის კონტროლირებადი ფასები უნდა გამოიყენონ სამედიცინო დაწესებულებებმაც, რომლებსაც აქვთ შეთანხმება, ავტორიზაცია ან აკრედიტება ჯანდაცვის ნაციონალური ან რეგიონული სამსახურებისგან.

„მწვანე საშვის“ მიღება  შეუძლიათ კოვიდ-ინფექციისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ვაქცინის დოზის  მიღებისთანავე და არ მოუწვეთ 15 დღე ლოდინი, როგორც აქამდე იყო გათვალისწინებული; მწვანე საშვს მიიღებენ ადამიანები, რომელთა კოვიდ-19-ის ტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან გავიდა 14 დღე, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების ან ვაქცინაციის სრული კურსის დასრულების შემდეგ.

„მწვანე საშვის“ შესახებ ინფორმაციის მისაღებად იმოქმედებს ერთიანი უნიკალური ნომერი 1500.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close