კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)
კუნძულ კრეტის სამხრეთში დღეს ადგილობრივი დროით 12:24 სთ-ზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,4 (6,3) იყო რიხტერის სკალით, კერის სიღრმე 8,2 კმ-ს შეადგენდა, ეპიცენტრი ზაკროსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 23 კმ-ის დაშორებით, ზღვის აკვატორიაში მდებარეობდა.
ბიძგები იგრძნობოდა არა მარტო მთელ კრეტაზე, არამედ დოდეკანესის კუნძულებსა და კიკლადებზე.
ძირითად ბიძგს რამდენიმე საკმაოდ ძლიერი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან ყველაზე ძლიერი 4,5 მაგნიტუდის – კუნძულ კარპატოსზე, 4,1 მაგნიტუდის კი – ზაკროსზე.
ბიძგები განსაკუთრებით იგრძნობოდა ირაკლიონში.
მიწისძვრის შედეგად ერთადერთი შენობა დაინგრა – წმინდა ნიკოლოზის პატარა ძველი ეკლესია სოფელ არგილოსში, ლასიტიში, თუმცა სხვა ძველ შენობებსაც მიადგა ზიანი, მათ შორის, რატუშას. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, დღევანდელ სეისმურ აქტივობას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ნარღვევთან, რომელმაც 27 სექტემბერს კრეტაზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს კრეტაზე, არკალოხორიში ძლიერ მიწისძვრას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 ადამიანი დაშავდა, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა, 85 სკოლიდან 35 დაზიანდა.
არკალოხორიში მომხდარ მთავარ ბიძგს მომდევნო დღეებში 50 მცირე ბიძგი მოჰყვა.
ნინო ბაჯელიძე
ასეთი ქაოსი იყო მიწისძვრის შემდეგ მაღაზიებში.
Φωτό απο το μεγαλύτερο σουπερμάρκετ της #Σητειας #σεισμος #σητεια pic.twitter.com/Va1QGoCWrP
— 🅰nxieTea (ex Hools) (@Tarabankohools) October 12, 2021
კომენტარები