ქართველები უცხოეთშისპორტი
მსოფლიო ჩემპიონი 5 წლის უნახავ დედასთან ერთად ტურნირის შემდეგ იტალიაში
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ტრიუმფალური წარმატების შესახებ იტალიაში, ქალაქ ოლბიაში (სარდინია) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის.
ჩვენმა სპორტსმენებმა 4 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
მეოთხე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა მოიპოვა (+100 კგ).
საბას დედა – გვანცა ჭანტურიძე ემიგრანტია იტალიაში. იგი ტურნირზე ჩავიდა და 5 წლის უნახავი დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდა. დღეს მათთვის მართლაც უბედნიერესი დღე იყო.
დედა-შვილის შეხვედრა გიორგი ჭანიშვილმა აღბეჭდა ფოტოზე.
კომენტარები