საზოგადოებასაქართველო
გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი
85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი იყო, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად მუშაობდა ათეულობით წლის განმავლობაში.
ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.
დავით სოკოლოვს წელს ვარსკვლავი გაუხსნეს მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ.
მსგავს თემაზე: მოხუცთა ჰოსპისში მცხოვრებ დავით სოკოლოვს 22 წლის შემდეგ სახლი აჩუქეს – ვინ არის მჩუქებელი? (ვიდეო)
კომენტარები