მოდა/სილამაზე

სუპერმოდელი ლინდა ევანჯელისტა ამბობს, რომ „სამუდამოდ დეფორმირებულია“ კოსმეტიკური პროცედურის გამო და ღრმა დეპრესია დაემართა

კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანჯელისტა, რომელიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო, ამბობს, რომ პლასტიკური პროცედურის შემდეგ მისი სხეულის ფორმები უარესობისკენ შეიცვალა – პროცედურამ, რომელიც ორგანიზმში ცხიმის შესამცირებლად ჩაიტარა, ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შესახებ მან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც 900 000-ზე მეტი ფოლოუერი ჰყავს.  

იგი აღნიშნავს, რომ ახლა „სამუდამოდ დეფორმირებულია“ კოსმეტიკური პროცედურის – CoolSculpting-ის ანუ კრიოლიპოლიზის იშვიათი გვერდითი მოვლენის გამო.

„პროცედურის შემდეგ ჩემი ცნობა შეუძლებელი გახდა“, –  დაწერა 56 წლის სუპერდელმა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამის გამო ერიდება საჯაროდ გამოჩენას.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Linda Evangelista (@lindaevangelista)

ევანჯელისტა აღნიშნავს, რომ ახლა შეცდომა გამოასწორა, რადგან 5 წლის განმავლობაში თავის თაყვანისმცემლებს არაფერს პასუხობდა კითხვაზე, რატომ დაასრულა კარიერა, როცა მისი ტოლი სხვა მოდელები ჯერ კიდევ აგრძელებენ მუშაობას.

„5 წელი ვმალავდი ამას, რისგანაც ვიტანჯებოდი, რომ პროცედურა Zeltiq CoolSculpting-მა იმის საწინააღმდეგო შედეგი იქონია, რასაც მპირდებოდა“. მისი თქმით, ამ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტის შესახებ პროცედურამდე არაფერი იცოდა.

იგი ჰყვება, რომ კიდევ ორი მტკივნეული პროცედურა ჩაიტარა პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ უშედეგოდ. სხეულის ფორმების გაუარესებასთან ერთად ღრმა დეპრესიაც დაემართა, საკუთარი თავი შეზიზღდა და სამყაროსგან იზოლირებას ცდილობდა.

„ისე ძალიან დავიღალე ასეთი ცხოვრებით, მინდა, შინიდან თავაწეული გავიდე იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს აღარ ვგავარ“, – წერს მოდელი.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ამ გულახდილი პოსტის შემდეგ მიმდევრების გამამხნევებელ კომენტარებთან ერთად მაღალი მოდის სამყაროს რამდენიმე გამოჩენილმა წარმომადგენელმაც გამოხატა მისდამი მხარდაჭერა, მათ შორისაა მარკ ჯეიკობსი, რომელმაც ლინდას პოსტის ქვეშ დააკომენტარა:

„მადლობა გაბედულებისა და ძლიერებისთვის. მიყვარხარ, ძვირფასო ლინდა“, – და გულის ფორმის სამი ღიმილაკიც დაუწერა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close