მსოფლიოსაზოგადოება

ჯოჯოხეთი ლა პალმაზე – ესპანეთში ვულკანის ამოფრქვევას კატასტროფული შედეგები მოჰყვა (ვიდეო)

ტოდოკეს ეკლესია ლავას სასწაულებრივად გადაურჩა

ესპანურ კუნძულ ლა პალმაზე  ვულკან კუმბრე ვიეხას ამოფრქვევის გამო  გავარვარებული ლავის ნაკადი ისევ მოედინება.

ვულკანი კვირას, 19 სექტემბერს ამოიფრქვა, ორშაბათს, 20 სექტემბერს კი 1000°C-მდე გავარვარებული ლავის ნაკადმა საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მიედინება 6 მეტრის სიმაღლის ლავის ტალღა  ქუჩებში საათში 700 მეტრის სიჩქარით  და თავის გზაზე ყველაფერს შთანთქავს, სახლები ლეგოს სათამაშოებივით, გზები პლასტელინივით დნება. ყველაფერი ფერფლითაა დაფარული, საფრთხეს წარმოადგენს ამოფრქვეული ტოქსიკური გაზებიც…

საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, რადგან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა, თუმცა ლავის გავრცელების ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ ყველაფერი დაკარგა. ზარალი ამ დროისთვის დაახლოებით 400 მილიონ ევროს შეადგენს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუნძულზე სასწაულებრივად გადარჩა Todoque-ს ეკლესია დასახლება Los Llanos de Aridane-ში.

მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც კუნძულზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციის გამო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტოდოკეს ეკლესია ლავის ნაკადის გავრცელების მიუხედავად ისევ „სასწაულებრივად“ დგას, ნაწილობრივ მეხანძრეთა მცდელობის შედეგად. სამშაბათიდან აქ მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რათა ლავის ნაკადი, რომელიც ამ მიმართულებით მოედინებოდა, უახლოესი ხეობისკენ მიემართათ და ამ მიდამოებში მდებარე რამდენიმე შენობა მაინც გადაერჩინათ.

ამ ვიდეოშიც, პირელივე კადრებში ჩანს ტოდოკეს ეკლესია, რომელიც არ დაზიანებულა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close