მსოფლიოსპორტი

მესი პარიზის გარეუბანში 48 მლნ ევროდ ღირებული ძველებური სასახლის ყიდვას აპირებს (ფოტოები)

„პსჟ“-ს არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ და მისმა მეუღლემ, ანტონელა როკუცომ შესაძლოა მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სასახლე – PALAIS ROSE DE VESINET შეიძინონ,  – ამის შესახებ მედია იუწყება.

მას შემდეგ, რაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი აღარ გააგრძელა და „პსჟ“-ს შეუერთდა, მესი აგვისტოში პარიზში ჩავიდა და რამდენიმე კვირაა, მეუღლესა და 3 ვაჟიშვილთან ერთად 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობს, პარალელურად ეძებს სახლს შესაძენად, სადაც ოჯახთან ერთად დაბინავდება.

„პსჟ“-ს ფორვარდისა და მისი მეუღლის, ანტონელას მიერ შერჩეული სასახლე პარიზის გარეუბანში, კომუნა ვეზინეში (იველინის დეპარტამენტი) „პარი სენ-ჟერმენის“ ბაზიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ის 1899 წელსაა აგებული და ვერსალის მცირე ტრიანონითაა (Le Petit Trianon de Versailles) შთაგონებული.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nathalie Aubion (@nath_abn)

სასახლე სრულად შეესაბამება კრიტერიუმებს, რომლებიც მესის ოჯახისთვის მისაღებია: ის კლასიფიცირებულია, როგორც ისტორიული ძეგლი, მოიცავს 30 ოთახს და საერთო საცხოვრებელი ფართი 2000 კვ. მეტრს უდრის. კომპლექსში შედის პერსონალის საცხოვრებელი ნაგებობა, გარაჟები, სახლის კინოთეატრი,  დიდებული დახურული აუზი, დახურული კორტი სკვოშის სათამაშოდ, სატრენაჟორო დარბაზი და სხვ.

ძველებური „ვარდისფერი“ სასახლე 48 მილიონ ევროდ იყიდებოდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მფლობელმა შეიტყო, რომ მისით მესი დაინტერესდა, ფასი გაზარდა.

ნინო ხოშტარია

 

View this post on Instagram

 

A post shared by Antonela Roccuzzo (@antonelaroccuzzo)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close