ესპანეთში ათასობით სტუდენტმა უკანონო მეგაწვეულება – „მაკრო ბოტელონი“ მოაწყო (ვიდეო)
მადრიდში 25 000-მდე ესპანელმა სტუდენტმა COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვეულება გამართა.
ღია ცის ქვეშ გამართული წვეულება, ალკოჰოლის თანხლებით, 17 სექტემბერს ერთ-ერთი უნივერსიტეტის წინ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო „მაკრო ბოტელონიდან“, სადაც ჩანს, რომ წვეულებაზე ახალგაზრდებს არც ნიღბები უკეთიათ და არც დისტანციას იცავენ.
Buenos días mundo Twitter, es sábado, esta noche/madrugada Ciudad Universitaria de Madrid, macro botellón, 25% de enfermos en UCI, gentuza que no es capaz de mover el culo por sus derechos, la ciudad de la puta loca. Que bonita ha quedado. 🤮pic.twitter.com/4QgRAVm4sR
— 🔻 Rosa 😷💚 (@rosarobco) September 18, 2021
კოვიდრეგულაციების გამო ესპანეთში მასობრივი წვეულებები უკანონოა და ჯარიმით ისჯება, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, წვეულების ხალხმრავლობის გამო, პოლიციას არ უმოქმედია.
მადრიდის გარდა „მაკრო ბოტელონები“ ბარსელონასა და ლოგრონიოშიც გაიმართა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები