იტალიაპოლიტიკა

იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებული ხდება, წარმოადგინოს სამედიცინო ცნობა კორონავირუსთან დაკავშირებით

იტალიის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ავალდებულებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულ დაახლოებით 23 მილიონ ადამიანს, რომ წარმოადგინონ სამედიცინო ცნობებები კორონავირუსთან დაკავშირებით.

მთავრობის 16 სექტემბრის დადგენილებით იტალია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ასეთი მკაცრი სავალდებულო ზომები შემოიღო. დადგენილება, რომელიც 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება, დასაქმებულებისგან მოითხოვს წარმოადგინონ ან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების დამადასტურებელი საბუთი, ან ცოტა ხნის წინ ინფექციის გადატანის ცნობა, ან პისიარ ტესტის უარყოფითი  პასუხი.

ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრებათ ან მშრომელებს, ან დამსაქმებლებს.

ამ დადგენილების კომენტირებისას იტალიის სახელმწიფო მართვის მინისტრმა რენატო ბრუნეტამ გამოთქვა იმედი, რომ ახალი წესები უბიძგებს იტალიაში მცხოვრებ ყველა მშრომელს, შემოდგომის ბოლომდე ჩაიტაროს აცრა. ამჟამად იტალიაში ვაქცინირებულია მოსახლეობის 68%, რაც ევროკავშირის ბევრი ქვეყნის დონეს შეესაბამება.

იტალია შედის ევროპის იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც მოქალაქე ვალდებულია წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა ან ე.წ. მწვანე საშვი, თუ სურს ეწვიოს ისეთ ადგილებს, როგორიცაა სავარჯიშო დარბაზი, მუზეუმი და შენობის შიგნით არსებული რესტორანი.

იტალიის მსგავსად რუმინეთმაც განაცხადა, რომ აპირებს სავალდებულო სამედიცინო მოწმობის შემოღებას სამუშაო ადგილებში.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close