მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე – „მოდის ოსკარზეა“ წარდგენილი

Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოზეა წარდგენილი, რომელსაც „მოდის ოსკარებს“ უწდებენ.

„მოდის ოსკარები“ 1981 წლიდან გაიცემა რამდენიმე ნომინაციაში. დემნა წელს ქალისთვის შექმნილი სამოსის წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაშია წარდგენილი. მასთან ერთად ამ ნომინაციაში წარდგენილები არიან Prada-ს, Valentino-სა და Jacquemus-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელებიც.

გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი 10 ნოემბერს გაიმართება ნიუ-იორკში, Seagram Building-ში..

ქართველ დიზაინერს  ეს ჯილდო უკვე მიღებული აქვს 2017 წელს. მაშინ დემნა გვასალია Balenciaga-ს გარდა თავის დაფუძნებულ Vetements-საც უძღვებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ნიუ-იორკში გამართულ მოდის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე – მეტ გალაზე დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კოსტიუმები რამდენიმე ცნობილ ვარსკვლავს ეცვა, მათ შორის, კიმ კარდაშიანს, რიანას, იზაბელ იუპერს, ელიოტ პეიჯს და სხვ.

ფრანგი ვარსკვლავი იზაბელ იუპერი „მეტ გალაზე“ (2021 წ.) „ბალენსიაგას“ წითელ კაბაში

მას შემდეგ, რაც „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორი გახდა 2017 წელს, „მეტ გალაზე“ დემნას კოსტიუმები არაერთხელ სცმიათ ვარსკვლავებს, თუმცა წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა გვასალია თავადაც გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე მის მიერ შექმნილ სამოსში გამოწყობილ კიმ კარდაშიანთან ერთად.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close