fbpx
რჩევები

სად დავდოთ ტელეფონი ღამით? – ექსპერტის პასუხი

ადამიანების უმეტესობას არ უნდა, რომ ტელეფონი მოშორებით ჰქონდეს ღამით და გაჯეტს რაც შეიძლება ახლოს დებს. რა მომენტებში შეიძლება ეს სახიფათო იყოს ადამიანისთვის, ამის შესახებ რადიო Sputnik-ს ლაბორატორია „სასიცოცხლო სივრცის ეკოლოგიის“ ხელმძღვანელი ანტონ იასტრებცევი ესაუბრა.

საქმე ისაა, რომ როდესაც მობილური მოწყობილობები გამოჩნდა, ზოგიერთ ექიმს ეჭვი გაუჩნდა, რომ მათ დასხივებას ონკოლოგიური დაავადებების გაჩენა შეეძლო, თუმცა ეს ეჭვი არ დადასტურდა. მიჩნეულია, რომ გაჯეტების ახალმა მოდელებმა არ უნდა გამოიწვიოს ამგვარი ეჭვები, რადგან გადის სერტიფიკაციას, რომელიც ადამიანისთვის მათ უსაფრთხოებას ადასტურებს. მაგრამ მობილური ტელეფონების ადამიანებზე გავლენის საბოლოო ფაზა ჯერ შესწავლილი მაინც არ არის, მიიჩნევს იასტრებცევი.

ექსპერტის თქმით, ტრადიციულად, სერტიფიკაციისას მოწყობილობის ორგანიზმზე ზემოქმედება ნახევარი მეტრის მანძილზე ფასდება. ის ადამიანებს ურჩევს, ტელეფონი თავისგან ან ამ მანძილზე, ან უფრო დიდ დისტანციაზე დაიჭირონ.

„ზოგადი წესია: არ დაიძინოთ „ჩახუტებულმა“ გაჯეტთან – არ დაიდოთ ის არც ბალიშის ქვეშ, არც საწოლთან. აჯობებს, თუ თავთან ერთ მეტრზე, ნახევარ მეტრზე მაინც ახლოს არ დაიდებთ“, – განაცხადა იასტრებცევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ადგილზე, მაგალითად, სოფლის დასახლებაში მანძილი ადამიანსა და მობილურ ტელეფონს შორის მეტიც უნდა იყოს, რადგან მოწყობილობის გამოსხივება საბაზო სადგურიდან მოშორებით უფრო ძლიერდება.

„თუ ფიჭური ძირითადი სადგური მოშორებითაა და კავშირი სუსტია, მაგალითად, სოფელში, აგარაკზე, მაშინ ტელეფონი მეტ ენერგიას ხარჯავს, რომ სადგურს დაუკავშირდეს და მისგან გამოსხივება მომატებულია. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ასეთ შემთხვევებში აჯობებს, თუ მას თავიდან მოშორებით დადებთ“, – განმარტა ექსპერტმა.

ამასთან, ადამიანებს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორები აქვთ ჩაყენებული, ტელეფონი მოშორებით უნდა ჰქონდეთ, რათა გაჯეტმა ელექტრომაგნიტური ხარვეზების პროვოცირება არ მოახდინოს.

ტელეფონით საუბრისას კი იასტრებცევი უსადენო ყურსასმენების გამოყენებას გვირჩევს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ტელეფონი თავთან არ გვეჭიროს, არამედ მოშორებით დავდოთ. ასეთ დროს ადამიანი დასხივებას ტელეფონით კი არა, არამედ ყურსასმენით იღებს, რომელსაც ორგანიზმისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close