fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიელმა მამაკაცმა შინაპატიმრობა იმიტომ დაარღვია, რომ სიდედრის ატანა აღარ შეეძლო

იტალიაში, ქალაქ ასტის მკვიდრმა შინაპატიმრობა სპეციალურად დაარღვია, რათა სიდედრთან ერთად  სახლში არ დარჩენილიყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა „ლა რეპუბლიკას“ ცნობით, მამაკაცმა პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ სიდედრის ატანა აღარ შეეძლო. ციხის ადმინისტრაციისგან უარის მიღების შემდეგ კი ის პოლიციაში თავისი ფეხით იმ იმედით მივიდა, რომ საკანში ჩასვამდნენ. კიდევ ერთი უარის მიღების შემდეგ ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და დასახულ მიზანს მაინც მიაღწია – მამაკაცი დააპატიმრეს.

მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა, მამაკაცი აცხადებს, რომ მაინც ბედნიერია, რადგან სიდედრთან ერთად ცხოვრება აღარ მოუწევს.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close