ეკონომიკამიგრაცია

ემიგრანტების ფულადი გზავნილები უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე უცხოური ინვესტიციები

პარადოქსულია, რომ ემიგრანტების ფულადი გზავნილები უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, – ამის შესახებ „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს. ასე ეხმაურება ის სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, საქართველო ფულადი გზავნილებით მეტ თანხას იღებს, ვიდრე უცხოური ინვესტიციებიდან.

მისი თქმით, დიდი ხანია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი უცხოეთში მცხოვრები ქართველები არიან, გადმორიცხვები კი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ერთ-ერთი შემავსებელია.

„გადმორიცხვები რომ გაიზარდა, გასაკვირი არ არის, რადგან ქვეყანაში პანდემიის შედეგად იყო ეკონომიური კრიზისი, შესაბამისად, ხალხს უფრო გაუჭირდა, მეტი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ისინი, ვინც უცხოეთში იყვნენ, შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს უზიარებდნენ აქ მცხოვრებ ახლობლებს.

თუმცა გვაძლევს თუ არა ეს დამშვიდების უფლებას? გადმორიცხვები კარგია, მაგრამ ეს თანხა, ძირითადად, პირველადი მოხმარების ნივთებისა და სურსათისთვის იხარჯება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი არის ეკონომიკის განვითარებაში, დასაქმებაში ჩადებული სახსრები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი“, – ამბობს ბიზნესმენი.

მისივე შეფასებით, მთავარი ამოცანა ეკონომიკის მდგრადი განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს, რომელიც წარმოებას განავითარებს.

„თუ მეტი ადამიანი გავა ქვეყნიდან, მეტი თანხა ჩაირიცხება, მაგრამ მოსახლეობა შემცირდება და პატარა ბაზარი კიდევ უფრო უინტერესო შეიძლება იყოს ინვესტორისთვის“, – აცხადებს თამაზ დაუშვილი.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close