მსოფლიო

BBC: ბოლო 4 ათწლეულში გაორმაგდა იმ დღეების რაოდენობა, როცა ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს

BBC-ს გლობალური ანალიზის თანახმად, 1980-იანი წლების შემდეგ, ყოველწლიური მაჩვენებლებით, გაორმაგდა იმ დღეების რაოდენობა, როცა ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს.

ამასთან, ყოველწლიურად ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა იმაზე მეტ ადგილას ფიქსირდება, ვიდრე ეს ათწლეულების წინათ იყო.

1980 წლის შემდეგ, ყოველ ათწლეულში, სტაბილურად იზრდებოდა იმ დღეების რაოდენობა, როცა ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებდა. 1980-იდან 2009 წლამდე, ყოველწლიურად, საშუალოდ, 14 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა 50 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. 2010-იდან 2019 წლამდე კი ეს მაჩვენებელი 26 დღემდე გაიზარდა.

„მაღალი სიცხე შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს ადამიანებისთვის, ბუნებისთვის და შენობებს, გზებსა და ელექტროსისტემებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, – წერს BBC.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close