fbpx
მედიცინამსოფლიო

6 თვეში კოვიდ-19-ით დიდ ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 256 ადამიანი გარდაიცვალა

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ONS) მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (2 იანვრიდან 2 ივლისამდე პერიოდში) კოვიდ-19-ით 51 281 ადამიანი გარდაიცვალა და მათგან მხოლოდ 256 ანუ 0,5% იყო სრულად ვაქცინირებული. ისინიც, ძირითადად, მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანები იყვნენ. ამის შესახებ ბიბისი იუწყება.

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევები მოსალოდნელი იყო, რადგან არცერთ ვაქცინას არ აქვს 100%-იანი დაცვა, მაგრამ წარმოდგენილი სტატისტიკური ანალიზით დადასტურდა, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და თანაც ისეთ პაციენტებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.

კვლევის თანახმად, „გამრღვევი“ (“Breakthrough”) სიკვდილის შემთხვევები ხდება ყველაზე დაუცველ ადამიანებში, მამაკაცებში და დასუსტებული იმუნური სისტემის ადამიანებში, რომელთა საშუალო ასაკი 84 წელია.

სტატისტიკური ანალიზის შედგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანებს ეფექტიანად იცავს ვირუსისგან, – აღნიშნავს ONS.

„გამრღვევი“ სიკვდილი განისაზღვრება, როგორც პაციენტის  გარდაცვალება Covid-19-ისგან ისეთ შემთხვევაში, როდესაც მას მიღებული ჰქონდა ვაქცინის ორივე დოზა და კორონავირუსზე ტესტის პასუხი დადებითი აღმოაჩნდა მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 14 დღის შემდეგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ, ზოგადად, კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევებიც მცირდება აცრილთა რაოდენობის ზრდის პარალელურად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close